შოვში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილი და-ძმის სოფი და გიორგი ყარალაშვილების ახლობელი ნანა ბაგალიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს:
“გაყინული ვარ ისე, სასაკლაოზე რო წამიყვანონ, გული არ შემიტოკდება. მაგრამ, მადლიერების გამოშვების გარეშე ვერ მოვისვენებ.
1. მადლობა Salome Zourabichvili ს, რომ გუშინ სოფო და გიოს გასაცილებლად და მშობლების სანუგეშებლად ჩამოვიდა უცერემონიოდ, მოკრძალებულად. მადლობა იმისთვისაც, რომ საკუთარი ინიციატივით სოფი და გიოს სახელის უკვდავყოფისთვის მზადაა თანადგომისთვის.
2. მადლობა გიოს და ჩვენს მეგობარს Irakli Kupradze-ს ნუგეშისცემისთვის და შარვალ-კოსტუმების და პოზების გარეშე დგომისთვის და გლოვისთვის. ჩემი ცხოვრებაც ამ ქვეყანაში უფრო მშვიდია გუშინდელი ირაკლის ნახვის მერე. თურმე, გლოვასაც სჭირვებია შინაგანი კულტურა და ნამუსი.
3. მადლობა Gela Tskhadadze -ს რომ ჩვენი ქალაქში სოლიდარობის შუქურაა.
4. მადლობა The Terrace Signagi • ტერასა სიღნაღის და Beroshvilí Zura და მის დას, რომ რაც ვთხოვეთ მდუმარედ გააკეთეს, რა თქმა უნდა უსასყიდლოდ.
5. მადლობა Boutique Hotel BelleVueს და Ilia Babalashviliს რომ მზად იყვნენ დათოს, სოფის და გიოს ჩამოსული მეგობრებისთვის სასტუმროში ემასპინძლათ.
6. მადლობა Li Ako ს, რომ ჯანმრთელობის პირველადი დახმარების პაკეტით, კონსულტაციებით სულ ხაზზე იყო, ვიცოდი, რომ შეიძლება არ დავმძიმებულიყავით, იმიტომ რომ შემეძლო ლიაკოსთან დარეკვა.
7. მადლობა კამარა Kamara-ს მთელ გუნდს და Natia Panjikidze-ს უუსწრაფესი რეაგირებისთვის, რომ ჩვენ და მეგობრების მშობლები დავრჩეთ ფუნქციურები, რომ გვაქვს იმედი, ჭრილობების მოშუშებაში მარტო არ ვიქნებით.
8. მადლობა ჩვენს თანაქალაქელებს, ვინც მზად იყავით ყველაფერი გაგეკეთებინათ, რაც შეგეძლოთ, ან არ შეგეძლოთ, რომ მშობლებს ტვირთი შეგემსუბუქებინათ.
P.S. ბოლო ორი დღეა უსუსურობის განცდას ენაცვლება ხოლმე ბრაზი, რომ თურმე, არსებობდა ჩვენი მეგობრების და ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის ალბათობა და იმიტომ, რომ არასწორ სახელმწიფოში დავიბადეთ, ვერ დავიცავით.
ახლა ვცდილობ, გიოს, დათოს და სოფის ადგილას ჩავაყენო ხოლმე თავი და ისეთი გადაწყვეტილებები მივიღო ხოლმე, რასაც ისინი იზამდნენ ჩვენ რომ ახლა ადგილები გაცვლილი გვქონდეს.”