თბილისში კლდის მასა ჩამოიშალა – ინციდენტი ქსნის ქუჩაზე რკინიგზის ლიანდაგზე მაშინ მოხდა, როდესაც თბილისი-ბათუმის ჩქაროსნული მატარებელი გადაადგილდებოდა. შემთხვევის გამო მატარებელი გაჩერდა – მგზავრების ნაწილმა კი ტერიტორია ავტომობილით დატოვა.
ქვათაცვენის გამო ახლა პერიმეტრი გადაკეტილია. ადგილზე კი პოლიცია, სამაშველო სამსახური და გზების დეპარტამენტის თანამშრომლები არიან მობილიზებულები.
ადგილობრივები კი შველას ითხოვენ – ამბობენ, რომ ქვათაცვენა ამ ადგილზე ხშირია – თუმცა, არაერთი მიმართვის მიუხედავად არც მერია და არც გამგეობა არ რეაგირებს.
წყარო: tvpirveli.ge