დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-15 კილომეტრზე, მაღალაძეების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სახიდე გადასასვლელი ეწყობა, რის გამოც, 18 და 20 აგვისტოს, 06:00-დან 09:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეზღუდვა შეეხება თბილისი მოლიდან დედაქალაქის შემოვლითი გზისა და თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს.
“ამ პერიოდში, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ აღმაშენებლის ხეივნიდან სხვიტორის ქუჩის, ზაჰესის ხიდის, ავჭალის ქუჩისა და თბილისის შემოვლითი გზის გამოყენებით”- აცხადებენ მერიაში.