“თელასის” ინფორმაციით, ქსელში გადართვების გამო 17 და 18 აგვისტოს თბილისის ზოგიერთ უბანს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
17 აგვისტო:
საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), გელოვანის გამზირის, გოძიაშვილის, ირაკლი ფარჯიანის, ციალა გაბაშვილის, პეტრე სარაჯიშვილის, პეტრიწის, ემხვარის, მუხრან მაჭავარიანის და თოფურიძე ვალენტინის ქუჩების მოსახლეობას.
18 აგვისტო:
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას III, IV, VI, VII კვარტლების (ნაწილობით), უნივერსიტეტის, საბურთალოს, გიორგი დანელიას, ზურაბ ანჯაფარიძის, ანა პოლიტკოვსკაიას, წმინდა მოწამე ვასილისკოს, ანა კალანდაძის, პეტრე ქავთარაძის, მარიჯანის, სანდრო ეულის, ჯიქიას, ანაკლიის, ელიზბარ მინდელის, ლევან ალექსიძის, მამასახლისოვის, ალექსანდრე (საშა) იოსელიანის, შავიშვილის და ჯურხა ნადირაძის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), არბოშიკის, ბოჭორმის, გლახო ზახაროვის, იალბუზის, იორის, ლუსინიანის, ზურაბ ქვლივიძის და ბოჭორიძის ქუჩების მოსახლეობას.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა ივერიელის, ხახანაშვილის და წინანდლის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), სამტრედიის და სტანისლავსკის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის (ნაწილობრივ) და კრწანისის ქუჩის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.