“ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეცვლილ რიტორიკას ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება:
“ის ხალხი, რომელიც ირაკლი კობახიძეს ადიდებდა და გაათკეცებული მონდომებით აგინებდა დათო ჯელაძეს, დღეს, მას შემდეგ რაც კობახიძემ სინანული გამოთქვა თავისი ნათქვამის გამო, ამჯერად მას ამ სინანულის გამო აქებს…
P.S. წინა პოსტებს მაინც ნუ წაშლით. ონლიმი–ზე დაიტოვეთ, რა იცით რა ხდება, ხვალ რო ისევ აგინოს, თავიდან დაწერა რო აღარ მოგიწიოთ” – წერს ირინა სარიშვილი.
შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ შოვის სტიქიის დროს გადარჩენილები ტყუილში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ტალახში ამოსვრილი ბავშვი სამი საათი არ იბრძოდა გადარჩენისთვის. მისთვის ასევე “გაუგებარი” აღმოჩნდა, რატომ გადაწყვიტა დავით ჯელაძემ ზურგზე მოკიდებული დიშვილით ტალახში გავლა და მეორე ნაპირზე გადასვლა. მას შემდეგ, რაც მისმა განცხადებამ საზოგადოების დიდი ნაწილის აღშფოთება გამოიწვია, კობახიძემ ნათქვამის გამო სინანული გამოხატა.