ბათუმში ე.წ. პიშევიკების ტერიტორიაზე, კაცს, რომელიც ზღვაში ბანაობდა კატერმა გადაუარა – ამის შესახებ “ბათუმელები” თვითმხილველზე დაყრდნობით წერს:
“როგორც თვითმხილველი „ბათუმელებს“ უყვება, კაცი ზღვიდან უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს. მას ჭრილობა ჰქონდა თავის არეში.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, დაშავებული სასწრაფო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ფოტოების მიხედვით, ადგილზე იმყოფება პოლიციაც” – წერს გამოცემა.