ტელეწამყვანი, მომღერალი გვანცა დარასელია სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ის წერს, დედის, ცნობილი ექიმის, ნატა ღეჩუაშვილის მეუღლე ლადო გოგოლაძე გარდაიცვალა. გვანცას დედის მეუღლესთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდა.
“გარდაიცვალა ლადო გოგოლაძე…ჩემი დედიკოს მეუღლე. ჩემი დედიკოს ზურგი, იმედი და ადამიანი, ვის გამოც ბედნიერს ვხედავდი დედაჩემს.. უსაზღვროდ კეთილშობილი და მზრუნველი ადამიანი.. ნათელში იყავი, ლადო” – წერს გვანცა.
ნატას და გვანცას შვილს მეგობრული ურთიერთობა აქვთ და შეიძლება ითქვას, დებივით არიან. ნატო ღეჩუაშვილი პროფესიით ექიმი-რადიოლოგია, ის ტატიშვილის კლინიკაში მუშაობს. მედიცინის პარალელურად ნატო ღეჩუაშვილი წერს ლექსებს, მის ლექსებზე არაერთი სიმღერა არის შექმნილი. სიმღერა თავადაც ეხერხება და მეგობრების წრეში მღერის. ნატო ღეჩუაშვილმა წლების წინ საკუთარი ლექსების კრებული გამოსცა.
წყარო: ambebi.he