Thursday, December 25, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“რამდენიმე თვის წინ რიონში ახალაშენებული ხიდი ჩაინგრა, რატომ ვართ დაზღვეული, რომ იგივე არ განმეორდება რიკოთზე? რა გამძლეობის იქნება იქ მშენებარე ხიდები და გვირაბები?- პოლიტოლოგი

August 15, 2023
“რამდენიმე თვის წინ რიონში ახალაშენებული ხიდი ჩაინგრა, რატომ ვართ დაზღვეული, რომ იგივე არ განმეორდება რიკოთზე? რა გამძლეობის იქნება იქ მშენებარე ხიდები და გვირაბები?- პოლიტოლოგი

გა­ზეთ “კვი­რის პა­ლიტ­რა­ში” გა­მოქ­ვეყ­ნდა ინ­ტერ­ვიუ პო­ლი­ტო­ლოგ ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძეს­თან, რო­მელ­შიც ის შოვ­ში მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ა­ზე სა­უბ­რობს და ამ­ბობს, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია შე­იქ­მნას პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი, სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სია.

“დიდი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და, ვუ­სამ­ძიმ­რებ და­ღუ­პულ­თა ოჯა­ხებ­სა და ახ­ლობ­ლებს. სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბის მას­შტა­ბი იმ­ხე­ლაა, ბუ­ნებ­რი­ვია ამან სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი და მძი­მე რე­ზო­ნან­სი გა­მო­იწ­ვია. დიახ, ყვე­ლას გვაქვს კი­თხვე­ბი და სა­ჭი­როა გა­ე­ცეს პა­სუ­ხი. სამ­წუ­ხა­როდ, მომ­ხდარს უკვე აღა­რა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბა, მაგ­რამ, ბო­ლოს და ბო­ლოს, იქ­ნებ მო­მა­ვალ­ში მსგავ­სი ტრა­გე­დი­ე­ბის პრე­ვენ­ცია მა­ინც მო­ხერ­ხდეს მომ­ხდა­რის გა­ა­ნა­ლი­ზე­ბი­თა და სწო­რი დას­კვნე­ბის გა­მო­ტა­ნით. სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­გორც წესი, ნე­ბის­მი­ერ პრო­ცეს­ში იწყე­ბენ ხოლ­მე გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბი სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის ძებ­ნას, მათ­გან ზოგს პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სი აქვს, ზოგს კა­რი­ე­რუ­ლი, ზოგს პი­რა­დი მი­ზა­ნი ამოძ­რა­ვებს და თა­ვის გა­მო­ჩე­ნას ცდი­ლობს, და­მე­თან­ხმე­ბით, ამ­გვა­რი უბე­დუ­რე­ბი­სას მსგავ­სი რამ ნამ­დვი­ლად ამო­რა­ლუ­რია, მაგ­რამ ეს არის ჩვე­ნი რე­ა­ლო­ბა, სამ­წუ­ხა­როდ”, – აცხა­დებს ექ­სპერ­ტი ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე გა­ზეთ “კვი­რის პა­ლიტ­რის­თვის” მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში, სა­თა­უ­რით “დიახ, ყვე­ლას გვაქვს კი­თხვე­ბი და გვჭირ­დე­ბა პა­სუ­ხე­ბი…”.

"რამდენიმე თვის წინ რიონში ახალაშენებული ხიდი ჩაინგრა, რატომ ვართ დაზღვეული, რომ იგივე არ განმეორდება რიკოთზე? რა გამძლეობის იქნება იქ მშენებარე ხიდები და გვირაბები?- პოლიტოლოგი

“თუმ­ცა მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი უმ­რავ­ლე­სო­ბის­თვის ამ ტრა­გე­დი­ა­ში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხია. ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც მსგავ­სი რამ დატ­რი­ალ­და. გვახ­სოვს 2014 წელს დევ­დო­რა­კის ხე­ო­ბა­ში გლა­ცი­ა­ლურ-ღვარ­ცო­ფუ­ლი მოვ­ლე­ნა, რა დრო­საც მყინ­ვარწვე­რის კალ­თას დიდი მო­ცუ­ლო­ბის ყი­ნუ­ლი მოს­წყდა და ჩა­ი­ხერ­გა მდი­ნა­რე დევ­დო­რაკ-ამა­ლის ხე­ო­ბა­ში, და­ი­ღუპ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი; 2015 წელს დიდი მსხვერ­პლი მოჰ­ყვა ვე­რეს ხე­ო­ბა­ში სტი­ქი­ას და ა.შ. ბო­ლოს და ბო­ლოს, მთე­ლი გა­ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში გვეს­მო­და რი­კოთ­ზე არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის თა­ო­ბა­ზე… მოკ­ლედ, ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მთა­ვა­რი წუ­ხი­ლი და ინ­ტე­რე­სი ის არის, თუ რა გვე­ლის ხვალ-ზეგ, რო­გორ უნდა ავი­ცი­ლოთ თა­ვი­დან მსგავ­სი ტრა­გე­დი­ე­ბი, მთა­ვა­რი კი­თხვაც – შე­იძ­ლე­ბო­და თუ არა შოვ­ში სტი­ქი­ი­სას ამ­ხე­ლა მსხვერ­პლის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა, სწო­რედ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ხვა­ლინ­დე­ლი დღის ში­შის­გან მომ­დი­ნა­რე­ობს. კი­თხვას, მო­მა­ვალ­ში რო­გორ უნდა შევ­ძლოთ უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, პა­სუხს ვე­რა­ვინ გას­ცემს, თუ არ იქნა შეს­წავ­ლი­ლი მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ე­ბი, თუ არ გა­ვარ­კვი­ეთ, ზუს­ტად რა და რო­გორ მოხ­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ მეს­მის, სა­პარ­ლა­მენ­ტო სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნა რა­ტომ არის პრობ­ლე­მა?” – აღ­ნიშ­ნავს გა­მო­ცე­მის კო­რეს­პონ­დენ­ტთან სა­უბ­რი­სას ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე.

“ერთ მო­მენ­ტსაც მინ­და გა­ვუს­ვა ხაზი – ჩვენ რომ ამ­გვარ ტრა­გე­დი­ამ­დე მი­ვე­დით, ეს არ შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას დაჰბ­რალ­დეს. უნდა გა­დავ­ხე­დოთ, რა ხდე­ბო­და წარ­სულ­ში, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ვინ რას აკე­თებ­და. დიახ, დღეს ყვე­ლა­ზე დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მომ­ხდარ­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ეკის­რე­ბა, მაგ­რამ კი­თხვებს ვერც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გა­ექ­ცე­ვი­ან. ამი­ტომ ერ­თმა­ნე­თის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბას, სჯობს პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის მიღ­მა იფიქ­რონ და იზ­რუ­ნონ, ხვალ რა არის გა­სა­კე­თე­ბე­ლი, რათა მსგავ­სი ტრა­გე­დი­ე­ბი არ დაგ­ვა­ტყდეს თავს. სა­ჭი­როა გა­ა­ნა­ლიზ­დეს ვი­თა­რე­ბა, გა­მოვ­ლინ­დეს შეც­დო­მე­ბი და და­ი­გეგ­მოს და გა­მო­ი­ნა­ხოს მსგავ­სი უბე­დუ­რე­ბე­ბის პრე­ვენ­ცი­ის გზე­ბი. ჩემი აზ­რით, პარ­ლა­მენ­ტში, სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის ფარ­გლებ­ში ამის გან­ხილ­ვა უფრო მე­ტად მის­ცემს სა­შუ­ა­ლე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბა­საც ამ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს თე­მა­ზე მე­ტად გა­ა­მახ­ვი­ლოს ყუ­რა­დღე­ბა. ეს მოგ­ვცემს სა­შუ­ა­ლე­ბას არა მარ­ტო ამ ტრა­გე­დი­ა­ზე და­სა­ფიქ­რებ­ლად, არა­მედ სხვა შემ­თხვე­ვებ­ზეც. მა­გა­ლი­თად, მი­მაჩ­ნია, რომ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იქ­ნეს გა­მოკ­ვლე­უ­ლი, რა მოხ­და ამ რამ­დე­ნი­მე თვის წინ, რო­დე­საც რი­ონ­მა ახა­ლა­შე­ნე­ბუ­ლი ხიდი წა­ი­ღო? დღემ­დე ვერ­სად ვნა­ხე და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ახ­სნა, ვერც ის გა­ვარ­კვიე, და­ი­სა­ჯა თუ არა ვინ­მე ამის გამო…” – გა­ნაგ­რძობს რეს­პონ­დენ­ტი.

“ვინ აშე­ნებს და ვინ უწევს ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას ამ ახალ პრო­ექ­ტებს ისე­დაც რთუ­ლი რე­ლი­ე­ფის ქვე­ყა­ნა­ში?.. რა ელის რი­კოთ­ზე მიმ­დი­ნა­რე მშე­ნებ­ლო­ბას, რა გამ­ძლე­ო­ბის იქ­ნე­ბა იქ მშე­ნე­ბა­რე ხი­დე­ბი და გვი­რა­ბე­ბი? ამ ყვე­ლა­ფერ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბას სჭირ­დე­ბა პა­სუ­ხე­ბი და ჩვენც ამ პა­სუ­ხე­ბის მო­თხოვ­ნით არ უნდა და­ვი­ღა­ლოთ. ძა­ლი­ან ცუ­დია, რო­დე­საც ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი გარ­ჩე­ვის თემა ხდე­ბა, მაგ­რამ ეს არის ჩვე­ნი სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბა. ოპო­ზი­ცი­აც და ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც ერ­თნა­ი­რად იქ­ცე­ვი­ან. რა გა­მარ­თლე­ბა აქვს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რო­მე­ლიც აცხა­დებს, რომ არ სურს კო­მი­სი­ის შექ­მნა. რა­ტომ არ უნდა, ეს ხომ იმა­ვე წუთ­ში აჩენს კი­თხვებს, რომ რა­ღაც ისე ვერ არის, რომ რა­ღაც აში­ნებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. სხვა შემ­თხვე­ვა­ში რა პრობ­ლე­მა უნდა იყოს კო­მი­სი­ის შექ­მნა, ვერ გა­მი­გია. ოპო­ზი­ცია პო­ლი­ტი­კუ­რად ბევ­რად უკე­თე­სად გა­მო­ი­ყე­ნებს იმას, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უარს ამ­ბობს კო­მი­სი­ის შექ­მნა­ზე, ვიდ­რე უშუ­ა­ლოდ კო­მი­სი­ა­ში მუ­შა­ო­ბას”, – მი­იჩ­ნევს ექ­სპერ­ტი.

"რამდენიმე თვის წინ რიონში ახალაშენებული ხიდი ჩაინგრა, რატომ ვართ დაზღვეული, რომ იგივე არ განმეორდება რიკოთზე? რა გამძლეობის იქნება იქ მშენებარე ხიდები და გვირაბები?- პოლიტოლოგი

“კი­დევ ერთხელ გა­ვი­მე­ო­რებ – ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­მაც და ოპო­ზი­ცი­ა­მაც უნდა შე­იგ­ნონ, რომ კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბის შე­დე­გი უნდა იყოს ამ თვალ­საზ­რი­სით არ­სე­ბულ სის­ტე­მა­ში თეთ­რი ლა­ქე­ბის გა­მოვ­ლე­ნა და აღ­მო­ფხვრა, იქ­ნე­ბა ეს ხარ­ვე­ზე­ბი სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ვერ­ტი­კალ­ში თუ ტექ­ნი­კურ-ფი­ნან­სურ სტრუქ­ტუ­რებ­ში, თან ისიც უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ კლი­მა­ტი მთელ მსოფ­ლი­ო­ში იც­ვლე­ბა და იც­ვლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­შიც, ხვალ-ზეგ უფრო უა­რესს უნდა ვე­ლო­დოთ. თუ დღეს არ და­ვი­წყეთ ამა­ზე ფიქ­რი (მთელ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვგუ­ლის­ხმობ და არა­მარ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და ოპო­ზი­ცი­ას), კი­დევ უა­რეს დღე­ში აღ­მოვ­ჩნდე­ბით. კარ­გი იქ­ნე­ბო­და, ასე­თი ტრა­გე­დი­ე­ბის დროს მა­ინც ივი­წყებ­დნენ პო­ლი­ტი­კურ ინ­ტე­რე­სებს, მაგ­რამ რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ისე ოპო­ზი­ცია ცდი­ლობს ეს ამ­ბა­ვი პო­ლი­ტი­კუ­რად გა­მო­ი­ყე­ნოს”, – ამ­ბობს ვახ­ტაბგ ძა­ბი­რა­ძე.

“რა თქმა უნდა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან არის მთა­ვა­რი კი­თხვა, რა­ტომ არ შე­იქ­მნა მო­ნი­ტო­რინ­გის სის­ტე­მე­ბი, მით უფრო, თუ და­პი­რე­ბაც გა­ცე­მუ­ლი იყო, მაგ­რამ მე “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თა­ნაც” მაქვს კი­თხვა – მათ რა გა­ა­კე­თეს, რო­დე­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში იყ­ვნენ? მა­გა­ლი­თად, ყვე­ლას გვახ­სოვს რი­კო­თის ტრა­გე­დია, რო­მე­ლიც სწო­რედ მათი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის დროს მოხ­და. გვი­პა­სუ­ხონ, ამის მერე რა გა­ა­კე­თეს უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის? ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბი მი­დი­ან და მო­დი­ან, მაგ­რამ ეს ისე­თი თე­მაა, რო­მე­ლიც ფარ­თო სპექტრით ითხოვს გა­აზ­რე­ბას და გა­ა­ნა­ლი­ზე­ბას. როცა ვლა­პა­რა­კობთ უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მებ­ზე, არა­ვის არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია, მათ შო­რის არც “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას”, ბო­ლოს და ბო­ლოს, სწო­რედ მა­გა­თი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს გა­უქ­მდა გე­ო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი, თუმ­ცა ეს “ქარ­თულ ოც­ნე­ბას” სუ­ლაც არ ამარ­თლებს”, – ამ­ტკი­ცებს რეს­პონ­დენ­ტი.

“არ ვიცი, გა­ხა­რი­ას ჯგუ­ფი უჭერს თუ არა კო­მი­სი­ის შექ­მნას მხარს, მეს­მის, რომ შე­იძ­ლე­ბა გა­ხა­რი­ას­თა­ნაც იყოს კი­თხვე­ბი, მაგ­რამ ეს ის თე­მაა, რო­მელ­ზეც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ის­ვას კი­თხვე­ბი და პა­სუ­ხიც გა­ე­ცეს. აბ­სო­ლუ­ტუ­რად ვე­თან­ხმე­ბი “ლე­ლოს” გან­ცხა­დე­ბას რი­კო­თის უღელ­ტე­ხილ­ზე. არ ვი­ცით, იქ რა მოხ­დე­ბა ხვალ-ზეგ. ისევ რი­ონ­ში ახა­ლა­შე­ნე­ბუ­ლი ხი­დის ჩან­გრე­ვა უნდა გა­ვიხ­სე­ნო. ხომ ფაქ­ტია, რომ აშენ­და არას­წო­რად, არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად. რა­ტომ ვართ და­ზღვე­უ­ლი იმის­გან, რომ იგი­ვე არ გან­მე­ორ­დე­ბა რი­კოთ­ზე? ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თი­ან კონ­ტექ­სტში უნდა გა­ვი­აზ­როთ. თუ ადა­მი­ანს ეს პრობ­ლე­მე­ბი მარ­თლა აწუ­ხებს და ამ უბე­დუ­რე­ბა­ში პო­ლი­ტი­კურ სარ­გე­ბელს არ ეძებს, მა­შინ შე­უძ­ლე­ბე­ლია ის კო­მი­სი­ის შექ­მნას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­დეს. კო­მი­სი­ის მუ­შა­ო­ბა­ში უნდა მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ რო­გორც ქარ­თვე­ლი, ისე უცხო­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი. ჩვენ გვჭირ­დე­ბა პა­სუ­ხე­ბი ამ საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის­გან, რა­საც უნდა მოჰ­ყვეს ახა­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბიც, მათ შო­რის სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექსშიც, იქ­ნე­ბა ეს და­უ­დევ­რო­ბა გულ­გრი­ლო­ბის მუხ­ლი თუ ფუ­ლის კე­თე­ბის მიზ­ნით გარ­კვე­ულ სა­კი­თხებ­ზე თვა­ლის და­ხუჭ­ვა. მი­მაჩ­ნია, რომ ამ­გვარ და­ნა­შა­უ­ლებს ხან­დაზ­მუ­ლო­ბის ვადა არ უნდა ჰქონ­დეთ. მე არა ვარ სპე­ცი­ა­ლის­ტი, მაგ­რამ ძა­ლი­ან მე­ეჭ­ვე­ბა სხვაგ­ვა­რად ამ პრობ­ლე­მებს რა­ი­მე ეშ­ვე­ლოს”, – და­ას­კვნის ექ­სპერ­ტი.

“რი­კო­თი ისე­თი სა­კი­თხია, რო­დე­საც, უკაც­რა­ვად პა­სუ­ხია და, ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა ფა­რა­ტი­ნა გან­ცხა­დე­ბებს ნამ­დვი­ლად ვერ ვენ­დო­ბით. მათი და­ჟი­ნე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბა, პი­რა­დად მე უფრო მეტ ეჭვს მიღ­ვი­ვებს. რაც არ უნდა ბევ­რი ილა­პა­რა­კოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას ტრა­გე­დი­ე­ბი ახ­სოვს, მათ შო­რის ამ გა­ზა­ფხულ­ზე რი­კოთ­ზე შექ­მნი­ლი პრობ­ლე­მე­ბი და ითხოვს სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბას. მეც მი­ვაქ­ციე ყუ­რა­დღე­ბა, რო­გორ გა­მო­ლაგ­დნენ მი­ნის­ტრე­ბი და გვიმ­ტკი­ცებ­დნენ რა­ღა­ცას, არ გვჯე­რა, ბა­ტო­ნო, თქვე­ნი, ისე­ვე რო­გორც არ გვჯე­რა ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის, რომ­ლე­ბიც ამ გან­ცხა­დე­ბებს სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის გამო აკე­თე­ბენ და არა იმი­ტომ, უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე რე­ა­ლუ­რად შეს­ტკი­ვათ გული. ამი­ტომ არის სა­ჭი­რო სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბა”, – დას­ძენს ვახ­ტანგ ძა­ბი­რა­ძე.

წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ილია მეორემ მითხრა გადმომეცა, რომ ვლადიმერ ვლადიმერის ძესთვის ლოცულობს” – რას აცხადებს თინა კანდელაკი
  • ბენიამინ ნეთანიაჰუ განცხადებას ავრცელებს
  • ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე მყოფი ნათია თურნავა 2024 წელს ხელფასის სახით თვეში 37 729 ლარს იღებდა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge