მომღერალი, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე, ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში მწვავე პოსტს აქვეყნებს და „საქართველოს ბანკს“ მიმართვს. როგორც ცნობილია, ზურა ახლა მხოლოდ ხელფასზეა დამოკიდებული და სხვა შემოსავალი არ აქვს.
მისი თქმით, მოულოდნელად ბანკმა, საპროცენტო განაკვეთი გაუზარდა და ახლა მაღალი პროცენტის გადახდა უწევს, რაც მისი თქმით, არასამართლია. ზურამ სოციალურ ქსელში მეგობრებს, ამ პრობლემის წინაშე გაერთიანებისა და ბანკების წინააღმდეგ ხმის ამოღებისკენ მოუწოდა…
„საქართველოს ბანკი“ მოვიცლი მე თქვენთვის და გაჩვენებთ მცოცავ და მხოხავ პროცენტს – მაცადეთ ცოტა ხანს! რა დროს ეს მესიჯია თქვენ კარგად ხართ? პირობას გაძლევთ ამას ასე არ დავტოვებ და ბოლომდე მივიყვან ამ ბანკების თარეშს!“- წერს ხაჩიძე.