“შეგეძლოთ შველა და არ უშველეთ!
შეგეძლოთ გეცადათ და არ ცადეთ!
და ეს ყველას ეხება, მთავრებსაც და რიგითებსაც, ვინც თოჯინიანი კაცის გვერდით არ დადექით არ დამიტოვოთ ბავშვები ღამით მარტოო რომ გემუდარებოდათ!
მერე წახვედით სახლებში, ივახშმეთ, ბავშვებს მოესიყვარულეთ, ალბათ ცოლებსაც, დაიძინეთ, გაიღვიძეთ, ისაუზმეთ და დაბრუნდით ტალახში დაფლული ცხედრების საძებნელად.
გგონიათ თქვენს გინებას ვაპირებ? არა, რადგან ჩვენც ასე მოვიქეცით – ვივახშმეთ, დავიძინეთ, ოღონდ მეორე დილით აღვშფოთდით და დღეს თქვენთან ერთად ცხედრებს ვითვლით.
არაფრით თქვენზე უკეთესები არ ვიქნებით თქვენ თუ არ მოგიშორებთ და შოვის ტალახს არ გაგასინჯებთ, იმ ტალახს, ჩვენს პატარებს რომ გუდავდა სანამ თქვენ დანაყრებულებს გეძინათ!
თქვენც მძულხართ და საკუთარი თავიც, სანამ თქვენ ჩემი სამშობლო გაბარიათ!” – წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში.