საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის შედეგად დაკარგულად უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე ჩაითვალა.
მღებრიშვილის თქმით, დაკარგულებს შორის ორი უკრაინის და ერთი რუსეთუს მოქალაქეა.
“საბოლოოდ სტიქიის შედეგად დაკარგულად ჩაითვალა უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე. უკრაინის ორი მოქალაქე და რუსეთის ერთი. მეორე დღესვე დაკარგული პირების სია განისაზღვრა 36 პირით, საიდანაც ორ პირთან მალევე მოხდა დაკავშირება და დაკარგული 34 პირიდან მოხდა დაკარგული 33 პირის ზუსტი იდენტიფიცირება, ხოლო ერთი პირის, ზურაბ ბიბილეიშვილის ვინაობის დადგენა ობიექტური მიზეზების გამო ვერ ხერხდებოდა. თუ არა ოჯახის წევრებისა და ჭირისუფლების თანხმობა, სავარაუდოდ ამის გასაჯაროებიდან თავს შევიკავებდი. ამ დროისთვის არ გაზრდილა [დაკარგულთა რაოდენობა]” – თქვა მღებრიშვილმა.