დღეს გავრცელდა ინფორმაცია რაჭის ტრაგედიის დროს დაკარგულ გენო სულთანიშვილზე… გენო გლოლის ფოლკლორული ანსამბლის “ბუბას” წევრია.
ფოლკლორისტმა გიორგი უშიკიშვილმა ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:
გიორგი უშიკიშვილი: – ვიცნობდი გენოს, ანსამბლ “ბუბას” ბევრჯერ შევხვედრივარ; გვქონია ჩაწერები, ფოლკლორის ცენტრის ლაურეატები არიან; მათი შემოქმედება ძვირფასია, ისინი ინახავენ ძირძველ ტრადიციებს, მათი რეპერტუარი ტრადიციულია; გლოლაში მუსიკალური კულტურა ძალიან განვითარებულია; ამდენად “ბუბას” შემოქმედება ჩვენი ქვეყნისთვის დიდებულია, რადგან გლოლას ამ ანსამბლმა, ჩვენი ხალხური შემოქმედების ბევრი საინტერესო ნიმუში შემოინახა.
გენო კი ამ ანსამბლში ერთ-ერთი გამორჩეული, კოლორიტული ადამიანი იყო, თავისი საშემსრულებლო მანერით, ხასიათით, მხიარული კაცი იყო;
ძალიან გულდასაწყვეტი ამბავია, არ ვიცოდი, მადლობა რომ გამაგებინეთ;