Sunday, July 13, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

18 ცხედრიდან იდენტიფიცირებული 14 პირი – ვინ არიან შოვის ტრაგედიისას დაღუპულები

August 7, 2023
“ეს მამაკაცი მეორე დღეა შვილს ეძებს… ელის პასუხს – კარგს ან ცუდს მაინც, მაგრამ მასთან ჯერ არავინ მისულა, სამძიმრის სათქმელადაც”

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. დაკარგულებს შორის ბავშვები არიან.

ამ დრომდე არ უპოვიათ ნატო ჭელიძე და მისი ორი შვილი. 6 აგვისტოს იპოვეს მხოლოდ პატარა ლუკას ცხედარი.

ნაპოვნია ნინო კენჭაძის ცხედარი. ნინო კენჭაძესთან ერთად სტიქიის ზონაში ორი ახალგაზრდა გოგო, გვანცა ბუბაშვილი და სალომე ხეთაგური, იმყოფებოდენენ. მათ შესახებ ამ დრომდე არაფერია ცნობილი.

ზაზა მესხი, მისი მეუღლე და სამი შვილი – ჯერაც ეძებენ ზაზა მესხსა და მის 3 შვილს. ოჯახი, რომელიც ჰოლანდიაში ცხოვრობს, ორშაბათიდან ისვენებდა უწერაში, – სოფელში, რომელიც შოვიდან დაახლოებით 25 წუთის სავალზეა. ისვენებდნენ ავთო ყავლაშვილის კოტეჯში. შოვში ხუთშაბათს მანქანით ავიდნენ. მაშველებმა იპოვეს მხოლოდ ზაზას მეუღლის ცხედარი.

მარიტა გუტაშვილის ოჯახში, რომელიც ოჯახის 9 წევრს ეძებდა, გლოვაა. გუშინ მისი და-ძმის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. მეგი და გიგო გუტაშვილების მამა სოციალურ ქსელში შვილების ფოტოს ემოციური წარწერებით აზიარებს. „ჩემი ნანატრი“; „ჩემი წარმატებული იურისტი“; „ჩემი ვაჟკაცი გოგო“ – წერს გელა გუტაშვილი.

დადასტურდა, რომ რაჭაში მომხდარი ტრაგედიის კიდევ ერთი მსხვერპლი დავით ბერიაშვილია. სოციალურ ქსელში შექმნილ ჯგუფში „რაჭა” ერთ-ერთი მოქალაქე, ტასო მოდებაძე დავითის შესახებ პოსტს აქვეყნებს.

შოვში განვითარებული მეწყერის დროს, რუსეთის მოქალაქე, ქსენია ტრიჩევა დაიღუპა, რომელიც პერმიდან იყო. მისი ცხედარი პროზექტურაში ერთ-ერთმა მეგობარმა ამოიცნო.

გარდაცვლილებს შორისაა გიორგი გოგინაშვილი.

შოვში ნაპოვნი ცხედრების იდენტიფიცირებისას გაირკვა რომ სტიქიამ 2 რუსთაველი იმსხვერპლა. გარდაცვლილი არის 18 წლის სამირა ისაევა და 60 წლის მარინა ხორბალაძე.

ასევე იდენტიფიცირებულია რუსთავიდან, ქალის ცხედარი, ის მარინა ხორბალაძეა.

7 აგვისტოს დილის მონაცემებით, შოვში სტიქიის ზონაში ნაპოვნია 18 დაღუპულის ცხედარი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „1 აგვისტოდან ამოქმედდება“ – დონალდ ტრამპის კიდევ ერთი ხმაურიანი გადაწყვეტილება
  • „დაჭრილი კომაშია; ამის ჩამდენი 20 წლის ბიჭი თანასოფლელია…“ – მარნეულში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დეტალები
  • მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge