3 აგვისტოს შოვში ჩამოწოლილი მეწყერის შესახებ ინფორმაცია პირველად სწორედ ამ ფოტოთი გავრცელდა – მოზარდი გოგონა, რომელიც მთლიანად ტალახშია ამოსვრილი, სასწაულებრივად გადარჩა.
ტასი ქიმერიძე რაჭაში გადარჩენილი სიცოცხლის სომბოლოდ იქცა. მოზარდი მოვარდნილ სტიქიას ძალიან მამაცურად გაუმკლავდა.
შეგახსენებთ, 3 აგვისტოს შოვში მეწყერი ჩამოწვა, რომელმაც სოფელი, ფაქტობრივად, სრულად გაანადგურა. ნაპოვნია 15 ადამიანის ცხედარი. 20-ზე მეტი პირი, მათ შორის ბავშვები, ამ დრომდე დაკარგულად ითვლებიან. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. არსებობს იმედი, რომ დაკარგულ ადამიანებს ცოცხლებს იპოვიან.
