“მთის ამბები” შოვიდან მორიგ უმძიმეს ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც აღბეჭდილია იმედს ჩაბღაუჭებული დედა, რომ შვილს აუცილებლად იპოვის.
შეგახსენებთ, 3 აგვისტოს შოვში მეწყერი ჩამოწვა, რომელმაც სოფელი, ფაქტობრივად, სრულად გაანადგურა. ნაპოვნია 13 ადამიანის ცხედარი. 25-მდე პირი, მათ შორის ბავშვები, ამ დრომდე დაკარგულად ითვლებიან. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.