შოვში, სადაც წამოსულმა მეწყერმა მთელი ტერიტორია გაანადგურა და გზები ჩახერგა, დროებითი ხიდის მონტაჟი დაიწყო. ჯერ კიდევ არსებობს იმედი იმისა, რომ დაკარგული ადამიანები ცოცხლები იპოვონ.
შეგახსენებთ, 3 აგვისტოს შოვში მეწყერი ჩამოწვა, რომელმაც სოფელი, ფაქტობრივად, სრულად გაანადგურა. ნაპოვნია 12 ადამიანის ცხედარი. 25-მდე პირი, მათ შორის ბავშვები, ამ დრომდე დაკარგულად ითვლებიან. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
