ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში რუსთავი კერძო სკოლა “რეცას” მოსწავლეები და მასწავლებლები არიან ჩარჩენილები. ამის შესახებ ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
მათივე ცნობით, სკოლის დირექტორის, ვახო აბაიშვილის ცობით, უსაფრთხო ადგილზე იმყოფებიან და ელოდებიან მაშველებს, რომლებმაც ვერტმფრენის დახმარების მათი ევაკუაცია უნდა განახორციელონ.
“არანაირი საფრთხე არ გვემუქრება. სადაც ვართ, უსაფრთხოდ ვართ. ველოდებით მაშველებს, ვერტმფრენით უნდა გამოგვიყვანონ. ბევრნი ვართ, 60-მდე”,- განუცხადა “ინფო რუსთავს” სკოლის დირექტორმა.
შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, ორი პირის ცხედარია ნაპოვნი. ამ ეტაპზე, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი.