Sunday, June 15, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“რა ნახეს არვიცი” – რა წერილი გაუგზავნა ევანგელისტურ მინისტრს აინშტაინმა უცხოპლანეტელებზე

August 3, 2023
“რა ნახეს არვიცი” – რა წერილი გაუგზავნა ევანგელისტურ მინისტრს აინშტაინმა უცხოპლანეტელებზე

1952 წლის 19 ივლისის საღამოს ვაშინგტონის ცაზე მოხდა უცნაური ინციდენტი, რომელიც გაგრძელდა 20 ივლისის დილამდე.

მფრინავმა ობიექტებმა თეთრ სახლსა და კაპიტოლიუმს გადაუფრინეს – ეს საჰაერო სივრცე შეზღუდული იყო.

”დაფრინავდა ძალიან არასტაბილურად. მოძრაობდა მარცხნივ და მარჯვნივ“ – განაცხადა ერთ-ერთმა ავიამეთვალყურემ. ”ჩვენ ვიცოდით, რომ ეს არ იყო თვითმფრინავი, რადგან თვითმფრინავი დაფრინავს ერთი მიმართულებით.” Capital Airlines-ის პილოტმა განაცხადა, რომ 14 წუთის განმავლობაში დაინახა ექვსი სწრაფად მოძრავი შუქი, რომლებსაც არ ჰქონდათ კუდი…ეს იყო უბრალოდ კაშკაშა შუქები ბნელ ცაზე. მალევე ობიექტები ისევე სწრაფად გაქრნენ, როგორც გაჩნდნენ. გამოძიების მიზნით გაგზავნილმა ავარიულმა თვითმფრინავებმა ვერაფერი იპოვეს.

იმ მომენტში, უცხოპლანეტელები აქტუალური თემა იყო აშშ-ში –  ნაწილობრივ სტატიის წყალობით, რომელიც გამოქვეყნდა 1952 წლის აპრილის ჟურნალის LIFE ნომერში. სტატიას ეწოდებოდა „კოსმოსიდან სტუმრები გვყავს?“

„მაშინ საზოგადოების ცნობიერებაში ამოუცნობი მფრინავი ობიექტები იყო ჩაბეჭდილი“, – განუცხადა The New York Times-ს 2018 წელს უცხოპლანეტელების კვლევის ცენტრის სამეცნიერო დირექტორმა მარკ როდეგიერმა. „ამ თემის ირგვლივ ისეთი დიდი ინტერესი იყო, რაც აქამდე არ გინახავთ“.

შესაძლოა, ამ სათაურმა შთააგონა ევანგელისტური მინისტრი, მეუფე ლუი ა. გარდნერი, წერილი მიეწერა ფიზიკოს ალბერტ აინშტაინისთვის და ეთხოვა ამ თემაზე მისი აზრის გამოეხატა.

თავისი კარიერის ამ ეტაპზე აინშტაინი იყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეცნიერი. მან გაავრცელა ფარდობითობის ზოგადი თეორია, მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიკაში, ისაუბრა რასიზმის წინააღმდეგ ამერიკაში და მოუწოდა ყოფილ პრეზიდენტ ფრანკლინ დელანო რუზველტს გაეგრძელებინა ბირთვული კვლევები, რაც გავლენას მოახდენდა მანჰეტენის პროექტის შექმნაზე. ის ჯერ კიდევ ახორციელებდა კვლევებს პრინსტონის უნივერსიტეტის მოწინავე კვლევების ინსტიტუტში, მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად პენსიაზე გავიდა 1945 წელს.

აინშტაინი ცნობილი და დაკავებული იყო, ამიტომაც შეიძლებოდა, ამიტომ არ იყო გასაკვირი, რომ მან გარდნერის წერილს დიდი ხნის განმავლობაში არ უპასუხა.

გარდნერმა პსუხი მხოლოდ 1952 წლის 23 ივლისს მიიღო.

Flying saucer letter from Albert Einstein

“ძვირფასო ბატონო“, – წერს აინშტაინი. „ამ ხალხმა რაღაც დაინახა. რა არის ეს არ ვიცი და არც მაინტერესებს ვიცოდე. პატივისცემით, ალბერტ აინშტაინი.”

ეს არის საინტერესო პასუხი კაცისგან, რომელიც, როგორც წესი, ზედმეტად ცნობისმოყვარე იყო. „მთავარია, არ შეწყვიტოთ კითხვების დასმა. ცნობისმოყვარეობას არსებობის საკუთარი მიზეზი აქვს“, – თქვა მან ერთხელ. სინამდვილეში, გარდნერისთვის საპასუხო წერილის გაგზავნამდე სულ რამდენიმე თვით ადრე, აინშტაინმა უთხრა თავის ბიოგრაფს: „მე არ მაქვს განსაკუთრებული ნიჭი. მე მხოლოდ ვნებიანად ცნობისმოყვარე ვარ. ”

როგორიც არ უნდა იყოს მისი მიზეზი, რატომ არ იყო დაინტერესებული იმით თუ რას ხედავდნენ ადამიანები ამერიკის ცაზე, აინშტაინის გარდნერისთვის მიწერილი ლაკონური პასუხი ამერიკის საზოგადოების მთავარი სასაუბრო თემა გახდა.

Flying saucer, 1952

 

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • წყალი 8 საათით შეწყდება – ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
  • რა გახდა თბილისში მეოთხე კლასის მოსწავლის გარდაცვალების მიზეზი
  • უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის კონცეფცია იცვლება – რას გულისხმობს სიახლე?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge