Saturday, July 5, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საინტერესო

“ჭირვეულის მორჯულება” – ჯარისკაცი, რომელსაც ერი 3 დღე ეძებდა, უცნაურ ვითარებაში იპოვეს

December 24, 2020
“ჭირვეულის მორჯულება” – ჯარისკაცი, რომელსაც ერი 3 დღე ეძებდა, უცნაურ ვითარებაში იპოვეს

ვაზიანის სამხედრო ბაზიდან დაკარგული ჯარისკაცი რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ ერთ-ერთ სასტუმროში იპოვნეს. გავრცელებული ინფორმაციით, თეიმურაზ გიუნაშვილი უვნებელია და თავს კარგად გრძნობს. ის ახლა გარდაბნის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება, ამის შემდეგ ცნობილი გახდება მისი გაუჩინარების მიზეზი.

“ალიასთვის” კულუარულად გახდა ცნობილი, რომ სამხედრო სასტუმროში ქალბატონთან ერთად იმყოფებოდა. სამი დღეა ლამის მთელი ერი ეძებს, თუ ოჯახი, თუ ახლობლები, თუ შსს და თუ თავდაცვის სამინისტრო, ჯარისკაცი კი უბრალოდ ქალბატონთან ერთად იმყოფებოდა სასტუმროში. მართალია, სასტუმროები დაკეტილია და მხოლოდ კოვიდსასტუმროები მუშაობს, მაგრამ ჯარისკაცი მაინც სასტუმროში იპოვნეს!

32 წლის თეიმურაზ გიუნაშვილი 21 დეკემბერს ვაზიანის სამხედრო ბაზიდან გაურკვეველი მიმართულებით გავიდა და სახლში არ მისულა, არც მეორე დღეს გამოცხადდა სამსახურში, რის შემდეგაც მისი ძებნა დაიწყეს. ბოლო ორი დღის მანძილზე ყველა მედია გადმოცემდა მისი გაუჩინარების შესახებ, მაგრამ როგორც ჩანს, მას ტელევიზორისთვის და ინტერნეტისთვის არ ეცალა.

ამ ამბავმა “ალიას” ყველასთვის საყვარელი ფილმი, “ჭირვეულის მორჯულება” გაგვახსენა, რომლის მთავარი პერსონაჟი რამდენიმე დღე ვერ გამოჰყავთ საძინებლიდან. სამდღიანი სასიყვარულო თავგადასავლის შემდეგ, ჯარისკაცი რომ თავს კარგად გრძნობს და დაკითხვასაც უძლებს, კი არის საარაკო ამბავი.

რას ვიზამთ, სიყვარულმა ტარიელი გადარია და…

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც კიდევ უფრო მხიარულ ხასიათზე გვაყენებს, ეს მუხლი თავისუფლების უკანონო აღკვეთას ითვალისწინებს, გამოდის, ქალბატონმა შეანგრია დაკეტილი სასტუმროს კარი, შეათრია ჯარისკაცი და გამოამწყვდია იქ სამი დღე. წარმოდგენაც არ გვინდა, რა გადაიტანა საბრალო ჯარისკაცმა.

სხვათა შორის, სულ არ იქნება სიცილის ხასიათზე ქალბატონი, რომელსაც ჯარისკაცის დატყვევება ედება ბრალად, მას დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4 წლით პატიმრობა ემუქრება.

ისჯება თუ არა ჯარისკაცის სიყვარული და ჯარისკაცთან სიყვარული, ეს კანონში გაწერილი არ არის, ასე რომ ბოლო სიტყვა შსს-სა და თავდაცვის სამინისტროზეა.

რა ბედი ელის სასტუმროს და დაჯარიმდა თუ არა, ამაზე კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ჩემთვის ჩემი პროფესია, ჟურნალისტიკა, იყოფა ასე – 2021 წლის 5 ივლისამდე და მას შემდეგ“ – ქეთა ციცქიშვილი
  • „შესაძლოა, მძიმედ არის ავად ან უკვე გარდაიცვალა“ – რას წერს უცხოური მედია აიათოლა ალი ხამენეის შესახებ?
  • „დაიღუპა 24, ევაკუირებულია 237 ადამიანი…“ – წყალდიდობა ტეხასში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge