Tuesday, June 17, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მუშმალის სასარგებლო თვისებები

July 31, 2023
მუშმალის სასარგებლო თვისებები

მუშმალა – იაპონური ზღმარტლი ებრძვის სურდოსა და გრიპს, წმენდს კუჭ-ნაწლავს შხამებისა და ტოქსინებისგან, აუმჯობესებს მხედველობას, თირკმლების ფილტრაციის უნარს, ხსნის დისფუნქციის სიმპტომს, ასევე, ებრძვის შაქრიან დიაბეტს (მისი ფოთლები შეიცავს ნივთიერება ტრიტერპენს და პოლისაქარიდს, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლში ინსულინის გამომუშავებას).
ფასდაუდებელი შემადგენლობა აქვს მუშმალის არა მხოლოდ ნაყოფს, არამედ მის ფოთლებსაც. მათ სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ. მუშმალის ფოთლებისგან დამზადებული ნაყენები და ნახარშები დიარეას, ასთმას, ბრონქიტებსა და ზედა სასუნთქი გზების ანთებებს კურნავს.
მუშმალის ოდნავ უმწიფარ ნაყოფს კუჭის შემკვრელი თვისებები აქვს. კარგად დამწიფებული ნაყოფის რბილობს კი – პირიქით, გამხსნელი მოქმედება. პარალელურად, ის ორგანიზმს შლაკებისა და ტოქსინებისგან წმენდს. მუშმალა შეუცვლელია თირკმლის კოლიკების დროს, ის შესანიშნავად უმკლავდება შარდკენჭოვან დაავადებებსაც. მუშმალის ნაყოფის თაფლთან არეული რბილობი აუმჯობესებს სუნთქვას, ასუფთავებს ფილტვებს ლორწოსგან, გვათავისუფლებს ქოშინის, გულის არეში ტკივილებისა და ხანგრძლივი ხველისგან.
C ვიტამინისა და A პროვიტამინის (უძლიერესი ანტიოქსიდანტის) შემცველობის წყალობით, მუშმალის ნაყოფი უაღრესად დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე, აწესრიგებს არტერიულ წნევას, ხელს უწყობს ქსოვილების აღდგენასა და აუმჯობესებს სისხლის შედედების პროცესს. მუშმალა მატონიზებელ მოქმედებას ახდენს მთელ ორგანიზმზე, აძლიერებს იმუნურ სისტემას, ებრძვის ნაადრევ დაბერებას, ხელს უშლის ონკოლოგიური წარმონაქმნების გაჩენას, ინფარქტებსა და ინსულტებს. მუშმალა ზრდის ორგანიზმის მედეგობას სხვადასხვა ვირუსის, ინფექციებისა და მიკროორგანიზმების მიმართ;
ისევე, როგორც სხვა ხილის, მუშმალის მიღებაც ცოცხალი სახითაა სასურველი, თუმცა ის არც თერმული დამუშავებით კარგავს თავის სამკურნალო ძალას. მისგან დამზადებული მურაბები, ჯემები და კომპოტები დადებითად მოქმედებს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, ნაწლავებიდან გამოდევნის მავნე ნივთიერებებს და აღადგენს მის მიკროფლორას. მუშმალის გამშრალი და დაფქული კურკებისგან იაპონელები ყავის შემცვლელს ამზადებენ, რომელიც ძალზე სასარგებლო, მატონიზებელი სასმელია და ნატურალური ყავის გემოსგან თითქმის არ განსხვავდება.

წყარო: თბილისელები

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ერთი დაღუპული, სამი დაშავებული – მძიმე ავარია ბათუმი-ქობულეთის გზაზე
  • აჩხოტი-სნო-ახალციხე-ჯუთას გზაზე საავტომობილო გზა ჩაინგრა – რა ხდება ადგილზე
  • „ასეთ შემთხვევაში ავტომობილს საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანენ…“ – რას აცხადებს კახი კალაძე?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge