თბილისის გასასვლელთან ავტომობილების ნაკადი ვეღარ ახერხებს გადაადგილებას.
დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე სრული ქაოსია, საცობის სიგრძე რამდენიმე კილომეტრი იქნება.
„მეტრონომს“ ფოტოები ადგილიდან მგზავრებმა მიაწოდეს. ისინი ჩვენთან საუბარში აცხადებენ, რომ დიდი ხანია საცობში დგანან, რომელსაც ბოლო არ უჩანს.
მძღოლებს არ აძლევენ საშუალებას, კვების ობიექტებთან გაჩერდნენ, რადგან ეს გადატვირთულ მოძრაობას კიდევ უფრო მეტად ართულებს. მცხეთაში საკვებ ობიექტებთან საპატრულო დანაყოფები არიან განლაგებული, ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.