დღეს, 25 ივლისს, ასპინძა–ახალქალაქის გზაზე ავარია მოხდა. თვითმხილველების თქმით გაჩერებულ „ოპელის“ მარკის ავტომობილს ტრაილერი შეეჯახა. მათივე ინფორმაციით მსუბუქ ავტომობილში მცირეწლოვანი ბავშვიც იმყოფებოდა.
„ოპელ ასტრა გზის გვერდით იყო გაჩერებული და ტრაილერი დაეჯახა. მანქანაში ოჯახი იმყოფებოდა ერთი მცირეწლოვანი ბავშვით. მცირედი დაზიანებები აღენიშნებათ“,–ამბობს „სამხრეთის კარიბჭესთან“ თვითმხილველი, გრიგოლ ოქროაძე.
მოხდა თუ არა დაშავებულების კლინიკაში გადაყვანა და მომხდარზე რა მუხლით დაიწყო გამოძიება უცნობია.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურიდან და შსს–გან პასუხს ველოდებით.
წყარო: sknews.ge