ტელეკომპანია “პოსტვ”-ის დილის გადაცემას “დღის პოსტს” საქართველოს „ნეილარტისტთა“ ფედერაციის პრეზიდენტი თინათინ კუჭუხიძე ესტუმრა.
მან 12 სანტიმეტრიანი ფრჩხილების მოვლაზე ისაუბრა.
„ყოველ თვე თავიდან ვიკეთებ 12 სანტიმეტრიან ფრჩხილებს, ღილის შეკვრაში მეხმარებიან… მანიკურის სფეროში იმ რანგზე, რა რანგზეც მე ვარ საქართველოში არავინ არაა. მიჭირს ბევრი რამის გაკეთება, მაგალითად ხინკალს ვერ ვახვევ და ცომეულს დავემშვიდობე“ – აცხადებს კუჭუხიძე