პარლამენტის ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში სახალისო პოსტს აქვეყნებს.
„გუშინაც ზესტაფონი–ჭიათურა-საჩხერის გზით გადმოვედი. გუშინაც საზარლად დაღლილი. გუშინაც შუაღამისას. მაგრამ გაცილებით რთული გამოდგა გუშინდელი გზა. გაცილებით. თან ასეთ ექსტრემალურ სავალს მივუყვებოდი და თან ცხადად ვგრძნობდი – არანაკლებ ექსტრემალური ქართველი ინფლუენსერები მწყევლიდნენ“, – წერს.