Wednesday, April 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რისთვის არის სასარგებლო სიმინდი

July 19, 2023
რისთვის არის სასარგებლო სიმინდი

სიმინდის დაახლოებით 75 პროცენტი წყალია.
სიმინდი მდიდარია ვიტამინებით. მათ შორისაა A, C, E, K. ვიტამინები. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს. B ჯგუფის ვიტამინები ორგანიზმში მიმდინარე მრავალ მნიშვნელოვან პროცესში მონაწილეობენ: უზრუნველყოფენ თავის ტვინისა და ნერვების სრულფასოვან მუშაობას, პასუხს აგებენ ორგანიზმის ენერგეტიკულ ცვლაზე, ხელს უწყობენ უჯრედების ზრდასა და გამრავლებას, ერითროციტების ფორმირებას, ზრუნავენ თმის, კანისა და ფრჩხილების სიჯანსაღეზე.

სიმინდი განსაკუთრებით ბევრ კალიუმს აწვდის ორგანიზმს. ეს ელემენტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ისეთ პროცესებში, როგორიცაა წყალმარილოვანი ცვლა, მჟავატუტოვანი წონასწორობის, სისხლის ოსმოსური წნევისა და არტერიული წნევის შენარჩუნება.

100 გ მოხარშული სიმინდი შეიცავს:

ნახშირწყლებს – 15,7 გ;
სახამებელი – 14 გ;
ცილას – 3,3 გ;
ბოჭკოს – 2,9 გ;
ნაჯერ ცხიმოვან მჟავებს – 0,17 გ, მონოუჯერ ცხიმოვან მჟავებს – 0,3 გ, პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს – 0,5გ, ომეგა 3-ს (ალფა-ლინოლენის მჟავა) – 0.02 გ, ომეგა 6-ს (ლინოლეინის მჟავა) – 0,49 გ
სიმინდის შემადგენლობაში შედის:

A ვიტამინი;
B1 ვიტამინი (თიამინი);
B2 ვიტამინი (რიბოფლავინი);
B3 ვიტამინი (ნიაცინი);
B5 ვიტამინი (პანტოთენის მჟავა);
B6 ვიტამინი (პირიდოქსინი);
B7 ვიტამინი (ბიოტინი);
B9 ვიტამინი (ფოლიუმის მჟავა);
C ვიტამინი;
E ვიტამინი;
K ვიტამინი;
კალციუმი;
მაგნიუმი;
კალიუმი;
რკინა;
თუთია;
სპილენძი;
ფოსფორი;
ნატრიუმი;
ქლორი;
გოგირდი;
მანგანუმი;
ფთორი
მიუხედავად იმისა, რომ სიმინდი ცილის მაღალი შემცველობით არ გამოირჩევა, მასში შემავალი ცილის ბიოლოგიური ღირებულება საკმაოდ მაღალია – 70-75. ბიოლოგიური ღირებულება გვიჩვენებს, საკვებიდან მიღებული ცილის რა წილი გარდაიქმნება ორგანიზმის ცილად. ცილის ბიოლოგიურ ხარისხს ცილის შემცველი პროდუქტების შეხამებაც ზრდის. მაგალითად, სიმინდისა და ლობიოს კომბინირებით ის 101-მდე იზრდება, რაც საუკეთესო მაჩვენებელია.

გლიკემიური ინდექსი და დატვირვა იმაზე მიუთითებს, თუ რამდენად ძლიერად მოქმედებს პროდუქტი სისხლში შაქრისა და ინსულინის დონეზე. სიმინდის გლიკემიური ინდექსი საშუალოდ 65-ია, ხოლო დატვირთვა – 14,3, რაც იმას ნიშნავს, რომ დიაბეტის რისკის ქვეშ მყოფმა ან უკვე დიაბეტის მქონე ადამიანმა რაციონში სიმინდი სიფრთხილით უნდა შეიტანოს. თუმცა, აუცილებელი არ არის მისი მთლიანად ამოღება. ყურადღება მიაქციეთ რაოდენობას, არ მიიღოთ ჭარბად და აკონტროლეთ შაქრის დონე მისი მიღების შემდეგ.

მაღალი გლიკემიური ინდექსი იმას არ ნიშნავს, რომ საკვები ავტომატურად ასუქებს. ეს მთლიანად კერძის შემადგენლობასა და რაოდენობაზეა დამოკიდებული.

სიმინდის დადებითი ეფექტები ჯანმრთელობაზე:

სიმინდი თითქმის მთლიანად უხსნად ბოჭკოს, ცელულოზას, შეიცავს, რომელსაც კუჭი ვერ ინელებს. სითხესთან კომბინაციის შედეგად ბოჭკო კუჭში ფუვდება, ააქტიურებს ნაწლავების პერისტალტიკას და ხელს უწყობს მათში ნარჩენების გადაადგილებას, რაც კარგია ყაბზობის პრევენციისთვის.

სიმინდი მდიდარია კაროტინოიდებით, განსაკუთრებით – ლუთეინითა და ზეაქსანთინით. ლუთეინი და ზეაქსანთინი იცავს მხედველობის ორგანოს მაკულის ასაკობრივი დეგენერაციისგან, რომელიც მხედველობის დაქვეითებას, უარეს შემთხვევებში კი სიბრმავეს იწვევს.

წყარო: მკურნალი

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როგორ და რა ფორმით გეგმავდნენ თანატოლები 28 წლის მასწავლებლის სიკვდილამდე მიყვანას
  • „უკანონოდ გადაიღო დაზარალებულთან სქესობრივი აქტი და მის ყოფილს პარტნიორს გაუგზავნა…“ – სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო
  • “ღრუბლიანობა მოიმატებს”- ნახეთ მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge