4 წლის მოზარდი, რომელიც სამტრედიის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა, ორმოში ჩავარდნის შედეგად დაშავდა და გარდაიცვალა. მან რამდენიმე დღე კლინიკაში გაატარა.
სამტრედიელები მომხდარით თავზარდაცემულები არიან და პატარას ემშვიდობებიან.
„რა გითხრათ, როგორ განუგეშოთ… გია, როგორ ამაყად მითხარი ორი თვის წინ, ნახე, რა კარგი შვილები მიზის მანქანაშიო. თურმე რა გელოდა წინ…“; „უფალს ებარებოდე, პატარა ანგელოზო, სიტყვებიც ზედმეტია, ისეთი საშინელება დაგვატყდა თავს… ყველას ტკივილი ხარ, შვილო, გული მეწვის შენს ფოტოს რომ ვუყურებ. გამძლეობა შენს ოჯახს და მშობლებს“; „ვიზიარებ ოჯახის უდიდეს ტკივილს. ანგელოზი იყავი ანდრია და ანგელოზად წახვედი… მთელი სოფელი გტირის, ანდრი“ – წერენ ადგილობრივები.