Thursday, May 15, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home შოუბიზნესი

“მგონია, რომ მესამე აქ არაფერ შუაშია” – რატომ დაანგრია და აღადგინა მომღერალმა ოჯახი

December 22, 2020
(ვიდეო) “დაიქცა ქვეყანა! საქართველო გვეცლება ხელიდან! წამალს ძლივს ვყიდულობთ!” – ჭოხონელიძე

რამდენიმე წლის წინ მომღერალი, თამრიკო ჭოხონელიძე ქმარს, მსახიობ და პარლამენტარ გია როინიშვილს დაშორდა. მას ბევრი სირთულის გადატანა მოუწია: ოჯახის უსაყვარლესი ადამიანები დაკარგა, ბავშვების გაზრდა საშინელ პირობებში მოუწია, ვიღაცამ სიმღერა აუკრძალა. რის გამო დაანგრია ოჯახი და რა შეცდომები აპატია მომღერალმა მეუღლეს? ჟურნალი „თბილისელები“ თამრიკო ჭოხონელიძეს ესაუბრა:

როცა რაიმე საშიშროებას ვგრძნობ, განგაშს ვტეხ. ცხოვრებაში კიდევ ბევრი ტკივილი შემხვედრია, თუნდაც მამა რომ გარდაიცვალა. ვამაყობ, რომ გარშემო ბევრი გულშემატკივარი მყავს ახლობლებისა და მეგობრების სახით. ეს იმიტომ, რომ თვითონ არ ვარ ყალბი ვინმეს მიმართ. ძალიან მეშინია „არას“ თქმის, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი, არ გადავთქვამ, თუმცა, სანამ ამას ვიტყვი, დიდხანს ვფიქრობ. უძილო ღამეებიც მქონია, მიფიქრია, მე ხომ არ შემეშალა რამე. მაგრამ, მერე, როცა ვაანალიზებ, ვხვდები, რომ მე კი არა, მას შეეშალა. ასეთი ადამიანი ჯობია დაკარგო.

ერთადერთი, რასაც ვერ ვპატიობ საკუთარ თავს ის არის, რომ თავს ვერ მივხედე. თუნდაც ჩემს ჯანმრთელობას, მაგრამ ხვალინდელი დღის გათენება მაშინ გიხარია, როცა იცი, რომ თუნდაც ერთი და ორი ადამიანისთვის დიდი იმედი ხარ. ჩემი პირადი, ძალიან ბევრი რამ გვერდზე გადავდე. ზოგიერთი ქალი ჩემ ადგილას შეიძლება, სასოწარკვეთილებამდეც მისულიყო, რომ ასე დავასამარე ყველაფერი. მეგონა, ძლიერი არ ვიყავი, თურმე, ვყოფილვარ.

ჩემს განვლილ გზას რომ გადავხედავ და აღმოვაჩენ, რომ რაღაცეებში არ ვიყავი მართალი, უფრო მიმსუბუქებს სხვა ადამიანებთან ურთიერთობას. მაგრამ, ეს ისეთი უმნიშვნელო რაღაცეები იყო, რომ, რა თქმა უნდა, ამას ასეთი ბოლო არ უნდა ჰქონოდა. არა უშავს. ალბათ, ეს არის ჩემი ჯვარი, ეს მეწერა შუბლზე. რას ვიზამთ? მე მგონია, რომ მესამე აქ არაფერ შუაშია. ორ ადამიანს შორის მოხდა ბზარი. იმ მესამეს თავისი გასაჭირიც ეყოფა, რომ მესამეა. თუ მართლა კარგი ადამიანია და თავის წონაზე დგას, პირველი უნდა გახდეს. ამიტომ, ასეთი ადამიანი ცოდო და უბადრუკია. იმან მაინც ვერაფერს მიაღწია.

ჩვენი შეცდომები ვერ გავითავისეთ თავის დროზე და ერთმანეთს ვაბრალებდით. მონატრება მაქვს იმ დიდი გრძნობის, რომელიც ჩვენ შორის იყო, თორემ მე და გია ჩვეულებრივად ვართ. თუ ვინმე მსგავს სიტუაციაში ჩავარდა და ჩათვალა, რომ ამის იქით ცხოვრება აღარ არის, დამთავრდა ქალობა და ყველაფერიო, ცდება. არაფერიც არ დამთავრდა”, – განაცხადა ჭოხონელიძემ.

თამრიკო ჭოხონელიძემ და გია როინიშვილმა 5 ნოემბერს ქორწინების 32 წელი აღნიშნეს. მართალია, ე.წ. „ვერცხლის ქორწილი“ მათ რამდენიმე წლის წინ ჰქონდათ, თუმცა მაშინ ერთად არ იყვნენ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რას წერს მტკვარში გადავარდნილი ერთ-ერთი ბიჭის მეუღლე სოციალურ ქსელში
  • “პოლოლიკაშვილის მესიჯმა დაადასტურა მყარად, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად მართებული, თავისი შინაარსის და ლექსიკის გათვალისწინებით”- კობახიძე
  • „ერთ-ერთს სასწრაფო ოპერაცია უტარდება…“ – ზუგდიდში, ავარიისას დაშავებული სამი მოზარდიდან, ორის მდგომარეობა მძიმეა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge