Saturday, May 10, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ძაღლი იყო ნაცემი, ნაშიმშილები… იმ ავაზაკებს არ შევარჩენ! დასახურია მათი კანტორა” – რა მოხდა კინოლოგიურ სკოლაში?

July 12, 2023
“ძაღლი იყო ნაცემი, ნაშიმშილები… იმ ავაზაკებს არ შევარჩენ! დასახურია მათი კანტორა” – რა მოხდა კინოლოგიურ სკოლაში?

მარიამ სალუქვაძე ერთ-ერთ კინოლოგიურ სკოლაზე წერს და საკუთარ გამოცდილებას უზიარებს საზოგადოებას:

“ესაა ჩემი ბუბუ. პირველ სურათზე ძაღლი არის სრულიად ჯანმრთელი და ლაღი. მეორე და მესამე სურათის ნახვაზე ისეთი ბრაზი მერევა, რომ ლამის გადავდგე ჭკუიდან!!!

ბუბუ ორი თვისაც არ იყო ქუჩიდან რომ ავიყვანეთ და ვიშვილეთ. უსაყვარლესი ტიპი, რომელსაც სულ თამაში უნდოდა და ყველა გამვლელს ახტებოდა. ამის გამო სულ შარში ვიყავით მე და ზაზა – ნუ ყველას არ უყვარს ძაღლთან თამაში. ვინაიდან, არც ერთს არ გვქონდა ძაღლის გაწრთვნის გამოცდილება, გადავწყვიტეთ პროფესიონალი მწვრთნელი აგვეყვანა, რომელიც კვირაში სამჯერ გაწრთვნიდა ბუბუს, მეც გვერდით ვიქნებოდი და მასწავლიდა. მწვრთნელმა წინასწარ გამომართვა ერთი თვის ფული, 2 ჯერ მოვიდა და გაქრა!!!

ამის მერე იწყება უბედურება! გვირჩიეს კინოლოგიური სკოლა, კარგი რეკომენდაციებით და უამრავი ვიდეო რეკლამით. ვესაუბრე ახალგაზრდა კაცს, სკოლის მთავარ კინოლოგს, ვნახე ტერიტორია, გავაფორმეთ ოფიციალური კონტრაქტი და დიდი იმედით, რომ საიმედო ხელშია, 9 თვის ბუბუ მივაბარეთ – ჩვენს ბაზაზე უნდა იცხოვროსო. 2 კვირაში აქვე, მეზობლად გადავდივართ უკეთეს პირობებშიო.

ყოველ დღე ვურეკავდი მწვრთნელს და ისიც ვიდეოებს მიგზავნიდა. 5 დღის თავზე, ჩასვლა და მონახულება რომ გადავწყვიტე, არ ჩამოხვიდეო, ძაღლი დაისტრესებაო, ტრავმა მიადგებაო, მისთვის არის უკეთესიო. მოკლედ, ძაღლის სასიკეთოდ, გავჩერდით და ერთი სული გვქონდა სწავლის პერიოდი როდის დასრულდებოდა. ყოველ კვირას ვუმეორებდი კითხვას – ხომ არ სჯობდა ჩამოკითხვა, კატეგორიულად მითხრა, თუ ძაღლი გიყვართ, მაცადეთო.

გავიდა სწავლის პერიოდი და გავიქეცით ბუბუს წამოსაყვანად. დაგვხვდა ბინძური, გაძვალტყავებული, ფეკალიებში ამოთხვრილი!!! გადაირია ძაღლი ჩვენს დანახვაზე. გადაგაბარებთო მითხრა და მშიერი ძაღლისთვის დაჭრილი სასისკები ამოიღო ჯიბიდან და ისე დაუწყო ბრძანებების მიცემა. თუ დააგვიანებდა, ჯაჭვის ყელსახვევს სწრაფი მოძრაობით უჭერდა! გამოვაქანეთ ბუბუ სახლში. დავბანეთ და ტანზე რამდენიმე ტრავმა აღმოვუჩინეთ. ნაწოლებიაო, მომწერა! ამ ავაზაკების “წვრთნის” შემდეგ ძაღლმა ნებისმიერი ადამიანის დანახვაზე აგრესიის გამოხატვა დაიწყო! ჩემს მეგობარს, რომელიც მოსაფერებლად მიუახლოვდა უკბინა კიდეც! ამ ჩემმა უწყინარმა ბუბუმ!!! თავის ექიმსაც, რომელიც 2 თვიდან პატრონობს კინაღამ ხელი მოაჭამა!!! ამ სფეროს სპეციალისტებმა მითხრეს? რომ ძაღლი იყო ნაცემი, ნაშიმშილები, უმოძრაობისგან ატროფირებული აქვს კუნთები და სასტიკი მოპყრობის გამო ადამიანების ნდობა აქვს დაკარგული და თავს იცავს!!! ჩემი ტკბილი და უწყინარი ბუბუ!!! რომელსაც ახლა რეაბილიტაცია სჭირდება!!!

მადლობა ღმერთს, უკარგესი ბაჩო ჩიხლაძის და ნოდარ მანჩხაშვილის დახმარებით მოვერევით ამ უბედურებას, მაგრამ იმ ავაზაკებს არ შევარჩენ!!! დასახურია მათი კანტორა, სადაც კიდევ უამრავი ძაღლია და ალბათ იმათაც ასე სტანჯავენ!!! ბოლომდე ვიბრძოლებ!!! ნაწოლიაო!!! რომც იყოს, რატომ უნდა ჰქონდეს ჯანმრთელ, 11 თვის ლეკვს ნაწოლი?!!!

მოკლედ, ჩვენ მოგვატყუეს თაღლითებმა. არაფრით არ გვანახეს ძაღლი, ისარგებლეს ჩვენი გამოუცდელობით და ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს!!! ბუბუს კი ვუშველეთ, ახლა ბაჩოსთან გადის რეაბილიტაციას, მაგრამ ამ ავაზაკებს სამაგალითო პროცესს მოვუწყობ!!!”

“ძაღლი იყო ნაცემი, ნაშიმშილები… იმ ავაზაკებს არ შევარჩენ! დასახურია მათი კანტორა” – რა მოხდა კინოლოგიურ სკოლაში?

“ძაღლი იყო ნაცემი, ნაშიმშილები… იმ ავაზაკებს არ შევარჩენ! დასახურია მათი კანტორა” – რა მოხდა კინოლოგიურ სკოლაში?

“ძაღლი იყო ნაცემი, ნაშიმშილები… იმ ავაზაკებს არ შევარჩენ! დასახურია მათი კანტორა” – რა მოხდა კინოლოგიურ სკოლაში?

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საპატრიარქო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
  • „უთხრა, რომ მოკლავდა და დააბეტონებდა…“ – პოლონეთში 37 წლის ქართველი დააკავეს
  • “მინდა თვალებში ჩავხედო და ვუთხრა…“ – ყაზბეგში მოკლული კაცის ცოლის ექსკლუზიური ინტერვიუ

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge