ყოფილი მაღალჩინოსანი, გია ხუროშვილი, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და წერს:
“ფაქტია რომ საქართველოს რუსული ხელისუფლების გეგმა არის: საქართველო დატოვოს რუსულ ორბიტაზე.
*. ნატოს სამიტი ჩატარდა ისე, რომ არც საქართველოს პრეზიდენტი და არც პრემიერ მინისტრი არ მიიწვიეს!
*. მიიღეს გადაწყვეტილება, სადაც პირდაპირ ჩაწრეს:
უკრაინა გახდება ნატოს წევრი- სამოქმედო გეგმის მიღების გარეშე!
საქართველომ უნდა შეასრულოს სამოქმედო გეგმა! ამ გეგმას ივანიშვილ- ღარიბაშვილის კანტორა არ შეასრულებს!….
* შემოდგომაზე რა მოხდება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან მიმართებაში?!
დარწმუნებული ვარ, აქაც სინქრონში იქნება ევროკავშირი ნატოსთან და მხოლოდ იმიტომ რომ პუტინს პირდაპირ არ გადაუგდონ საქართველო ამ მოსაზრებით შეიძლება მოგვცენ სტატუსი!
სტატუსის მინიჭებას, კი მოჰყვება მთელი რიგი პირობები, რეფორმების სახით, რასაც ივანიშვილ ღარიბაშვილის კანტორა ასევე არ შეასრულებს!…..
ჩემო მეგობრებო,
ვისაც გესმით ეს მოცემულობა, დაიწყეთ გაერთიანება საქართველოს რუსული ხელისუფლების მოსაშორებლად!……
დიდ წინააღმდეგობას ესენი არ გაგიწევენ: უმრავლესობას მოპარული ფულებით უკვე ბიზნესები აქვთ დაწყებული ამერიკასა და ევროპაში და ჰგონიათ შერჩებათ!…
ჯერ მაქედან მოგაშოროთ და აქაც მოგხედავთ!…”