მართალია ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე გუშინ საზეიმოდ აინთო, თუმცა ნაძვის ხეზე მეტად ხალხს ქართველი მოდელის, ალექსანდრა პაიჭაძის ნაძვის ხესთან გადაღებული ფოტო უფრო ადარდებს. ალექსანდრამ ფოტო ნაძვის ხესთან ოფიციალურ ანთებამდე გადაიღო. ფეხის სიგრძეს მოდელი ისედაც არ უჩივის, თუმცა ახალი ფოტოების გამო, სოციალურ ქსელში ის არაერთგვაროვნად შეაფასეს.
პაიჭაძემ ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში დაუმუშავებელი ფოტოები დადო და პოსტი გამოაქვეყნა, რომლითაც კრიტიკოსებს უპასუხა.
“გრძელი ლამაზი და გაწელილი ფოტოებისთვის samsunggeo… სწორი კუთხე და რაკურსი, არ ჭირდება ფოტოშოპი, მოკლეები და კოტიტა, ბოროტი ხალხი დაისვენებთ, ტანადები უფრო დავგრძელდებით.
“მოკლე” თუ არ გესიამოვნათ, თქვენ გულში ჩაიხედეთ გუშინ ჟირაფი რომ მეძახეთ და ნაძვისხე და ათასი ..ეობა… მე მებრალებით, რომ ღადაობა wide angle, 0.5 ფოტოები ასე სერიოზულად აიტაცეთ და კიდევ ჩემ ვითომ მეგობრებს, რომ გეგონათ, რომ ფოტოშოპის ფაქტზე დამიჭირეთ და თავი ვერ შეიკავეთ სიხარულისგან, ეგენი საერთოდ დაიმალეთ. და ის იდიოტური გვერდები, რომლებიც მხოლოდ ბულინგს ემსახურებიან, ფრთხილად იყავით და ნებართვა აიღეთ, როცა ჩემი ფოტო გაგაქვთ, თორემ თქვენც დაგხურავენ და არ იქნებით პირველები… გამიკეთებია. მოკლედ რა გიყოთ, რამდენი failure გვყავს გარშემო, უტაქტო იუმორს ამოფარებული, მინდა უკეთესებმა და ნათელი გონების ადამიანებმა გადავაჭარბოთ მათ რიცხვს, წარმატებები და გიყრით დაუმუშავებელ ფოტოებს, არც თავის მართლებაა და არც ბრაზი, უბრალოდ ასეა საჭირო და სწორი, დამეხმარეთ გაზიარებაში. მიყვარხართ სწორი ადამიანები…” – წერს ალექსანდრა პაიჭაძე.