ნინო ქათამაძე გადაცემს იშვიათად სტუმრობს – მომღერალი თითქმის არასდროს საუბრობს პირადზე.
თუმცა, ამჯერად მუსიკოსმა დაარღვია დუმილი გადაცემაში “წითელი სკამი” საკუთარ ცხოვრებასა და შეცდომებზე ისაუბრა:
“ვფიქრობ, რომ რთული ცხოვრება მაქვს და ამ რთული ცხოვრების პერიოდში ძალიან ძნელია, შეინარჩუნო ის ბავშვური აღტაცებები და გრძნობები, რაც ასე ძალიან გჭირდება მუსიკასთან ურთიერთობაში. სანამ მუსიკამდე მივდივარ, იმდენ რამეს ვაკეთებ, ასე მგონია, ზოგჯერ გზადაგზა მეკარგება გრძნობები. დამისვით კრიტიკული კითხვები, რომლებითაც შეიძლება გამოვფხიზლდე. ვარ ღია, რადგან მყავს 14 წლის შვილი. ვცდილობ, მასთან ურთიერთობაში ბევრი რამ ვისწავლო… მე სხვა ეპოქაში გავიზარდე, ბევრი შეცდომაც დავუშვი, მაგრამ საბოლოოდ, ამ გზას ერქვა მუსიკის გზა და შეცდომებმა მომცა ძალა, რომ სწორ, ანუ მუსიკის გზას დავდგომოდი…“ – ამბობს ნინო ქათამაძე.
