ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია ამბობს, კახა კალაძეს ხშირად ისეთი ნაბიჯების გადადგმა უწევს, რასაც სხვა ვერ გაბედავდა, რაც ზოგჯერ არც არის ცუდი.
„კახი კალაძეს უწევს ძალიან არაპოპულარული ნაბიჯის გადადგმა. მას შეიძლება ეკამათო იმაზე, რა ფორმით და რა დროს ხდება ეს. რამდენად სწორია შემდეგ ერთი ოჯახის ამორჩევა და მისთვის ბინის ჩუქება, ეკამათო იმაზე თუ რამდენად დროულად მოხდა მათი გაფრთხილება, თუმცა ვერ ეკამათები იმაზე, რომ მიწების მითვისება შესაჩერებელია. მერს პრინციპული დამოკიდებულება აქვს და ესეც არ არის ცუდი.
ასეთი პრინციპულობა გამოიჩინა მან ჭავჭავაძის გამზირის მშენებლობის დროსაც, მიუხედავად იმისა რომ, იქაც არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა მოუხდა, რასაც ბევრი ვერ გაბედავდა, თუმცა გრძელი ურბანისტული განვითარების თვალსაზრისით, ეს სწორი ნაბიჯებია. უბრალოდ კარგი იქნებოდა, ხელისუფლება სხვაგანაც ასეთი პრინციპული იყოს ხოლმე და ისე წარმართავდეს საქმიანობა, რომ არ გვიწევდეს ქალაქის შენება ადამიანების კეთილდღეობის ნგრევის ხარჯზე“,- ამბობს გიორგი გაბუნია.