ქუჩას, სადაც ლევან კბილაშვილი დაიბადა და გაიზარდა, მომღერლის სახელი მიანიჭეს.
ამის შესახებ მომღერლის და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს:
“ახლა რასაც ვგრძნობ არ ვიცი რა უნდა ვუწოდო, ამხელა ტკივილთან ერთად უდიდესი სიხარულია, როდესაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხმამაღლა ისმის “ლევან კბილაშვილის ქუჩა”
შენ ეს შეძელი ლევან, შენი სახელი საშვილიშვილოდ დატოვე ❤️✊🤍
მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისი ინივიატივითაც დაიწყო იმ ქუჩისთვის სახელის შეცვლაზე საუბარი, რომელ ქუჩაზეც დაიბადა და გაიზარდა ლევანიკო და ყველა იმ ადამიანს, ვინც ბოლომდე მიიყვანა ეს კეთილი საქმე🤍❤️
დაბადების დღის საჩუქარია ლევანიკო შენი ქვეყნისგან მე ასე ვიტყვი 🤍❤️
შენი ბოლო სიტყვები, რომ გინდოდა ჰამლეტ გონაშვილივით დარჩენილიყო შენი ხმა და სახელი მართლაც რომ დარჩა…კიდევ ბევრს და დიდხანს ისაუბრებენ ლევან კბილაშვილზე 🤍❤️✊”
