ბათუმის კულტურის ცენტრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
“ბათუმის კულტურის ცენტრი და ენვერ ხაბაძის სახელობის ქართული ნაციონალური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „ბათუმი“ ღრმა მწუხარებას გამოხატავს აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „არსიანის“ დირექტორის მოადგილის ოთარ კალანდაძის გარდაცვალების გამო.
ბატონი ოთარი სხვადასხვა წლებში მუშაობდა არაერთ ხელმძღვანელ პოზიციაზე, მათ შორის აჭარის ა.რ. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრად, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დირექტორად და სხვა.
ოთარ კალანდაძე, როგორც ხელმძღვანელი განსაკუთრებულად უყვარდათ და პატივს სცემდა ყველა სამსახურის თითოეული თანამშრომელი.
თანავუგრძნობთ ოჯახს, კოლეგებს, მეგობრებსა და მთელ ქალაქს”
