Thursday, July 10, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კორონავირუსი

როდის შეძლებენ პაციენტები „რემდესივირის” გამოყენებას და რამდენად უსაფრთხო იქნება – ცერცვაძის განცხადება

December 17, 2020
“არის ალბათობა, რომ ინფექციურ საავადმყოფოში შემოყვანილ ჩინელ მამაკაცს კორონავირუსი ჰქონდეს”

როგორც ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, „რემდესივირი” უკვე საქართველოშია და ახლა მხოლოდ ლოჯისტიკური საკითხებია მოსაგვარებელი.

მან ისაუბრა იმის შესახებ თუ როდის შეძლებენ პაციენტები „რემდესივირის” გამოყენებას.

„ვვარაუდობ, რომ მისი გამოყენება პაციენტებისთვის შესაძლებელი იქნება არაუგვიანეს ორშაბათისა. ორშაბათიდან ის უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.

რამდენადაც ვიცი შემოტანილია 4 000 ფლაკონი, რათა იქნეს გამოყენებული იმ პაციენტებთან, ვისაც სჭირდება. თუ პირველმა პარტიამ გაამართლა და შეამსუბუქა დაავადების მიმდინარეობა, მაშინ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაა, რომ შემოიტანოს ახალი პარტია იმ რაოდენობით რა რაოდენობაზეც იქნება მოთხოვნა”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

როგორც მან აღნიშნა, დღეს შეხვედრა ჰქონდა ყველა წამყვან კლინიცისტთან და დაწესებულების ხელმძღვანელთან.

„ჩვენ „რემდესივირის” გამოყენების სრულიად ახალი პროტოკოლი შევიმუშავეთ და მათაც გავაცანი. ეს ძალიან დეტალურია და ეყრდნობა მსოფლიოს წამყვან გაიდლაინების რეკომენდაციებს.

არის გარკვეული საფრთხე იმისა, რომ უცებ ყველამ არ მოინდომოს „რემდესივირის” გაკეთება, ეს შეუძლებელი იქნება. მინდა იცოდეთ, რომ ეს არ არის საჭირო ყველა ავადმყოფისთვის, ზოგისთვის არც კი შეიძლება.

დავიმახსოვროთ, რომ ეს სჭირდება მხოლოდ იმ პაციენტს, ვინც ჰოსპიტალიზებულია, ჟანგბად დამოკიდებულია ან მძიმე ფორმა აქვს. ჰოსპიტალს გარეთ ის არ ინიშნება.

ის ინფექციის გამოვლენიდან 10 დღის მანძილზეა ეფექტური, შემდეგ აღარ” , – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ბრიუსელში ქართველი მოსამართლეების სანქცირებას განიხილავენ”- “ფორმულა”
  • ბათუმში გაუჩინარებული ალექსანდრე მიქელაძის დედა მიმართვას ავრცელებს
  • ესპანეთის სასამართლომ კარლო ანჩელოტის ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge