ვერძი ♈
აუცილებელი იქნება მკაფიო მიზნის ჩამოყალიბება და გადაწყვეტილებების მიღება. მოგიწევთ მატერიალური საკითხების მართვა. ოჯახის წევრებთან გატარებული საღამოები და საუბრები დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ. ძალებს ადვილად აღიდგენთ ბუნებაში სეირნობისას.
კურო ♉
გავლენიან ადამიანებთან ურთიერთობა, მომავალში კარგ პერსპექტივებს გპირდებათ. ნუ დაივიწყებთ ახლო ნათესავებსა და ოჯახის წევრებს და ეცადეთ მატერიალურად მაინც გაუწიოთ მათ დახმარება. მოგზაურობაში არა ერთ სასიამოვნო მოგონებას დააგროვებთ.
ტყუპები ♊
უარი თქვით მაქინაციებსა და გაუაზრებელ ხარჯებზე. მოგზაურობისას მოერიდეთ სარისკო ქმედებებს. ფიზიკური მდგომარეობა თავდაჯერებულობას შეგმატებთ, ამიტომ ზომიერად ივარჯიშეთ და სწორად შეარჩიეთ კვების რაციონი.
კირჩხიბი ♋
ენერგიის მოზღვავება დაგეხმარებათ ძველი საქმეების სწრაფად დასრულებაში. იმდენად მომხიბვლელი იქნებით, რომ არა ერთ თაყვანისმცემელს შეიძენთ და შესაძლოა ახალი სასიყვარულო ურთიერთობაც წამოიწყოთ.
ლომი ♌
ნებისმიერ პრობლემას დამოუკიდებლად გაუმკლავდებით. საქმიან პარტნიორულ ურთიერთობებში მოსალოდნელია უთანხმოება და ძველი პრობლემების ამოტივტივება. ამან შესაძლოა ენერგიის შემცირება და ჯანმრთელობის დასუსტება გამოიწვიოს, ამიტომ ხშირად დაისვენეთ.
ქალწული ♍
გააფართოვეთ სანაცნობო წრე, მიიღეთ საჭირო ინფორმაცია და გამოიყენეთ იგი საკუთარი მიზნების მისაღწევად. საყვარელ ადამიანთან გულახდილობა თქვენს ურთიერთობას გააუმჯობესებს. მოგზაურობამ კი შესაძლოა ვერ დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნები.
სასწორი ♎
ახლობლების წრეში გაიზრდება თქვენი გავლენაც და პოპულარობაც. დამოუკიდებლად აზროვნება და მოქმედება გარკვეულ შემოსავალსაც გპირდებათ. სასიყვარულო სფეროში კი ყველაფერი თავისით ისე დალაგდება, როგორც ადრე გქონდათ წარმოდგენილი.
მორიელი ♏
ეს დრო დაგამახსოვრდებათ სასიამოვნო შეხვედრებით, გადაადგილებებით, თქვენთვის საინტერესო ინფორმაციის მიღებით. ახლობლური ურთიერთობები შესაძლოა გადაიზარდოს სასიყვარულოში, თუმცა მისი დიდ ხანს გაგრძელება სათუოა.
მშვილდოსანი ♐
თავი შეიკავეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებებისგან და გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია. ნებისმიერი რომანტიკული ურთიერთობა შესაძლოა დიდ გრძნობაში გადაიზარდოს. მგზავრობისა და დასვენებისას შესაძლოა ახალ სასიყვარულო ურთიერთობას ჩაეყაროს საფუძველი.
თხის რქა ♑
ეცადეთ, ოჯახში შეინარჩუნოთ სიმშვიდე და წონასწორობა. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სჯობს გადადოთ სხვა პერიოდისათვის. მეგობრული ურთიერთობა შესაძლოა სასიყვარულოში გადაიზარდოს. გადაადგილებები და მოგზაურობები კი რომანტიულ ტალღაზე დაგაყენებთ.
მერწყული ♒
სხვა ქალაქში, ან ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანთან ურთიერთობის დამყარება, ან კავშირის გაწყვეტა შეიძლება შინაგანი არასტაბილურობის მიზეზი გახდეს. ოცნებების და ილუზიების ნგრევა კი ფსიქოლოგიურ პრობლემებს შეგიქმნით, ამიტომ, ეცადეთ ხშირად განმარტოვდეთ და დაისვენოთ.
თევზები ♒
სახლი იქნება ადგილი, სადაც არა მარტო ნაყოფიერად იმუშავებთ, არამედ დაისვენებთ კიდეც. საყვარელ ადამიანთან საუბრისას აკონტროლეთ სიტყვები, რათა არ ატკინოთ გული. ფინანსების უკმარისობის გამო, ავანტიურულ საქმეს ნუ დაიწყებთ. მოგზაურობა სჯობს გადადოთ.
წყარო: თბილისელები