რამდენიმე წლის წინ გაიხსნა სამხედრო დაზვერვის საიდუმლო მასალები, სადაც მითითებულია, რომ 40-იან წლებში არარატზე გადაფრენილი თვითმფრინავის პილოტმა მაღალ მთაში შეამჩნია ტბაში გაყინული უზარმაზარი ხომალდის ნამსხვრევები.
ამერიკული ინსტიტუტის Geoscience-ის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მათ აღმოაჩინეს მტკიცებულებები ბიბლიის ნოეს კიდობანის შესახებ.
ბრიტანული გამოცემა Daily Mail იუწყება, რომ რადიაქტიული კვლევის შედეგად ირკვევა, რომ მთა არარატზე ნაპოვნი ნაშთები იმ ხომალდს ეკუთვნის, რომელსაც სულ მცირე 150 მეტრი სიგრძე აქვს
მკვლევარები ინვესტორებს მოუწოდებენ დააფინანსონ მათი ექსპედიცია, რათა სრულფასოვნად შეიწვალონ არარატის მთა.
რა ვიცით ნოეს კიდობანზე?
ღმერთმა ინება, დედამიწა გაეწმინდა (განებანა) ბოროტებისაგან, ნოე კი გადაერჩინა კაცობრიობის გასამრავლებლად. უფალი გამოეცხადა ნოეს, გააფრთხილა მოსალოდნელი წარღვნის შესახებ და უბრძანა აეშენებინა კიდობანი, სადაც თავს შეაფარებდა ოჯახთან და ცოცხალ არსებებთან ერთად. ღმერთმა ნოეს კიდობნის ზუსტი ზომებიც უკარნახა: სიგრძით 300 წყრთა და სიგანით 50 წყრთა, ხოლო სიმაღლით – 30 (150X25X15).
ნოეს ისტორიის დასაბუთება მეცნიერებმა პირველად სწორედ მითოლოგიაში აღმოაჩინეს. სხვადასხვა კონტინენტზე მცხოვრებ ეთნოსთა ცნობიერებაში დალექილი მოგონებები წარღვნასა და რჩეული ხალხის გადარჩენაზე სხვადასხვა ისტორიაშია მიმოფანტული.
მსოფლიო წარღვნის რეალობის მეორე დასაბუთება მოგვცა თანამედროვე არქეოლოგიამ, რომელმაც დედამიწის გაქვავებულ ქანებში აღმოაჩინა საყოველთაო კატასტროფის დამადასტურებელი მრავალი ფაქტი.
ბიბლიაში წერია, რომ კიდობანი არარატის მთაზე შეჩერდა, რომელიც 5165 მეტრის სიმაღლისაა. 50-იანი წლების დასაწყისში ალპინისტები ორჯერ შეეცადნენ დაელაშქრათ არარატი ნოეს კიდობნის ძიებაში, მაგრამ ორივე მცდელობა წარუმატებლად დასრულდა – დიდთოვლობამ ალპინისტებს საშუალება არ მისცა მწვერვალზე ასულიყვნენ. ექსპედიციის მოწყობას ართულებდა ის გარემოებაც, რომ არარატის მთა სამი სახემლწიფოს საზღვარზე მდებარეობს. ამ სახელმწიფოთა შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, არარატზე ასვლა აკრძალულია.
ნოეს კიდობანი ფრანგმა ალპინისტმა ფერნან ნავარამ აღმოაჩინა. 1955 წელს ამ აღმოჩენის აღიარება სენსაციად იქცა. ნავარამ 5 კილომეტრის სიმაღლეზე მდებარე გაყინულ ტბაში აღმოაჩინა კიდობნის ნამსხვრევები და ფიცრის ნაწილი ჩამოიტანა. რამდენიმე ქვეყანაში ჩატარებულმა მედიოქანურმა ანალიზმა ერთნაირი შედეგი აჩვენა – ფიცარი 5 ათასი წლის აღმოჩნდა. ნავარას ექსპედიცია უნებართვოდ იმყოფებოდა მთაზე. მესაზღვრეებმა ის დააპატიმრეს, მაგრამ მოგვიანებით მშვიდობით გაუშვეს, ხელი არ უხლიათ მისი ფოტოსურათებისათვის და ფიცრის ნაჭრისათვის.
ქრისტეშობამდე მე-3 საუკუნეში ცნობილი ბაბილონელი და ბერძენი ისტორიკოსები წერდნენ, რომ სომხეთის მთებში მდებარეობს ძველისძველი კიდობანი. ახლომახლო მცხოვრებნი მას ფისს აძრობენ და ავგაროზებს აკეთებენო. იოსებ ფლავიუსი თავის წიგნში – „იუდეის სიძველეები“ (I ს.) – წერს, რომ ბევრს ჩამოჰქონდა არარატიდან კიდობნის ნაწილები.
XIX საუკუნეში გაჩნდა ცნობები კიდობნის მნახველებზე, თურქები კი ამბობდნენ, რომ კიდობნის შიგნითაც შეაღწიეს. ხომალდი ნაკვეთურებად არის დაყოფილი, მათი უმეტესობა ყინულითაა ამოვსებული. 1916 წელს კიდობანი შეამჩნია რუსმა ავიატორმა როსტოვიცკიმ.
მიუხედავად მრავალი მცდელობისა, მხოლოდ ნავარამ მოახერხა, ფოტოსურათებით და სამეცნიერო გამოკვლევებით დაემტკიცებინა კიდობნის არსებობა. მას შემდეგ არარატზე რამდენიმე ექსპედიცია ავიდა, რომელთაც დაადასტურეს ნავარას აღმოჩენა.
70-იან წლებში თურქეთის მთავრობამ არარატზე ასვლა აკრძალა.



