სკოლებში ისტორიას ასწავლიან გეოგრაფიული რეგიონის ან თემის მიხედვით. მაგალითად ისტორიის კლასი ჩვეულებრივ იყოფა სხვადასხვა ტერიტორიის ისტორიებად (საბერძნეთი, რომი, ეგვიპტე, აღმოსავლეთ აზია და ა.შ.) და ხელოვნების ისტორია ისწავლება პოლიტიკური ისტორიისგან სრულიად განცალკევებით. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის სისტემამ შეიძლება გაუადვილოს სტუდენტებს ინფორმაციის მიღება, ის ასევე იწვევს ადამიანებში დროის აღრევას.
წარმოგიდგენთ ისტორიულ ფაქტებს, რომლებიც თქვენს შეხედულებს ისტორიაზე სრულიად შეცვლის:
კუს ,სახელად ჰარიეტი, რომელიც 2006 წელს გარდაიცვალა, ჩარლზ დარვინი ნანახი ჰყავდა.

მამონტები ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ, მაშინ როდესაც ეგვიპტელები აშენებდნენ პირამიდებს (ძვ. წ. 2660 წ.)

ოქსფორდის უნივერსიტეტი არსებობდა აცტეკების იმპერიის დაარსებამდე (1428 წ.)

ჯორჯ ვაშინგტონი გარდაიცვალა 1799 წელს. პირველი დინოზავრის ნამარხი აღმოაჩინეს 1824 წელს. ჯორჯ ვაშინგტონმა არასოდეს იცოდა დინოზავრების არსებობა

ანა ფრანკი და მარტინ ლუთერ კინგი უმცროსი ერთი და იმავე წელს დაიბადნენ (1929)

ეიფელის კოშკი გაიხსნა 1889 წელს მსოფლიო გამოფენისთვის, იმავე წელს, როდესაც ვან გოგმა ვარსკვლავური ღამე” დახატა.

პრინცესა დიანა და დედა ტერეზა რამდენიმე დღის დაშორებით, ერთი და იმავე წელს (1997) გარდაიცვალნენ

მაჰათმა განდი და ადოლფ ჰიტლერი ერთ დროს ცხოვრობდნენ. ჰიტლერი გარდაიცვალა 1945 წელს, განდი მოკლეს სამი წლის შემდეგ, 1948 წელს. ერთ მომენტში განდიმ ჰიტლერს წერილიც კი მისწერა, სადაც ომის გადაფიქრებას სთხოვდა.

მერილინ მონრო და დედოფალი ელიზაბეტი ერთი და იმავე წელს დაიბადნენ. აქ ისინი (ორივე 30 წლის) ხვდებიან ფილმის პრემიერაზე ლონდონში 1956 წლის ოქტომბერში

ავტორი: ელენე ასაშვილი
