მსოფიო სავსეა უძელესი არტეფაქტებით, რომლებიც საზოგადოებაში მითქმა-მოთქმას იწვევს. არსებობს დადასტურებული ფაქტები, თუმც არანაკლებია კონსპირაციული თეორიები და ისეთი ამბები, რომელზეც პასუხი ჯერჯერობით არავის აქვს.
მეცნიერები დაუღალავად შრომობენ, რათა ამოხსნან ისეთი მისტიკური ფენომენები, რომლებმაც შესაძლოა ჩვენი წრამოდგენები სამყაროზე სრულიად შეცვალოს.
წარმოგიდგენთ კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე საინტერესო, იდუმალ და ამოუცნობ საიდუმლოებებს:
ბოგ ხალხი

ბოგ ხალხი – ასე უწოდებენ ჩრდილოეთ ევროპის ჭარბტენიან ადგილებში (განსაკუთრებით ტორფის ჭაობებში, რომლებიც სავსეა სფაგნუმის ხავსით) ნაპოვნ ცხედრებს, რომლებიდ დღემდე იდეალურადაა შემონახული,
ჩანაწერები აჩვენებს, რომ მე-19 საუკუნის მიწურულს აღმოაჩინეს ე.წ ბოგ ხალხი.
ჟანგბადის ნაკლებობა ამ ტორფის ჭაობებში დაბალ ტემპერატურასთან და მაღალ მჟავიანობასთან ერთად იწვევს ბუნებრივ მუმიფიკაციას; კანი თითქმის მთლიანად შენარჩუნებულია. აღმოჩენილი ბოგ ხალხი უმეტესობა თარიღდება რკინის ხანით. ბევრი სხეული ნაპოვნია ბრინჯაოს სამკაულებით მორთული. ამან გამოიწვია ფართოდ აღიარებული თეორია, რომ ეს ადამიანები ჭაობში ჩააგდეს მსხვერპლშეწირვის მიზნით. თუმცა, იდუმალია, რომ ბევრ სხეულს აქვს ფიზიკური ძალადობის და სიკვდილით დასჯის კვალი, რამაც გამოიწვია სხვა თეორია, რომ ამ ცხედრების უმეტესობა კრიმინალების სხეულები იყო.
ატლანტისის ლეგენდა

ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-4 საუკუნეში პლატონის ერთ-ერთ დიალოგში ჩაწერილი ლეგენდარული კუნძული ატლანტისი წლების განმავლობაში შთააგონებდა უთვალავ მწერალს, მეცნიერებსა და მკვლევარებს.
მრავალი თეორიის თანახმად დაკარგული კუნძული ხმელთაშუა ზღვაში, ატლანტის ოკეანის გადაღმა მდებარეობს.
პლატონის გადმოცემით, ატლანტიდა მდებარეობდა ჰერკულესის სვეტებთან, რომელიც აღნიშნავდა გიბრალტარის სრუტეს ხმელთაშუა ზღვის შესასვლელთან. ატლანტიდა იყო ძლიერი საზღვაო იმპერია, რომელიც მართავდა ხმელთაშუა ზღვის მიმდებარე მიწის დიდ ნაწილს. პლატონის მტკიცებით კუნძული ატლანტიდა უბრალოდ ჩაიძირა ზღვაში.
სფინქსის გამოცანა

მითიური სფინქსი ისტორიის მანძილზე სხვადასხვა სახით ჩნდება. მათგან ყველაზე ცნობილი იყო ის, რომელიც იმალებოდა დიდი საბერძნეთის ქალაქ თებეს კარიბჭესთან და ქალაქში შესვლის მსურველებს ისეთ გამცოცანას ეკითხებოდა, რომელზეც პასუხი არავის ჰქონდა.
“რომელი არსება დადის ოთხ ფეხზე დილით, ორ ფეხზე შუადღისას და სამ ფეხზე საღამოს?” – არასწორი პასუხის შემთხვევაში სპინქსი ადამიანს ჭამდა. ასე იყო მანამ, სანამ ოიდიპოსმა, თებეს მომავალმა მეფემ, უბრალოდ უპასუხა: “ადამიანი”. ამ დროს სფინქსმა სასწრაფოდ მოიკლა თავი.
ბერძნულ სფინქსს ჰქონდა ლომის სხეული, ფრინველის ფრთები და ქალის სახე. მსგავსი სფიქნსი დღეს ეგვიპტეშ შეგხვდებათ, მაგრამ ბერძნულისგან გასნხვავებით ეგვიპტურს მამაკაცის სახე აქვს.
აქვე აღსანიშნავია, რომ ინდოეთიდან ტაილანდამდე შეხვდებით უძველეს სკულპტურებს ლომის ტანითა და მამაკაცის სახით.
სტოუნჰენჯი

ინგლისის უილტშირის საგრაფოში, გადატვირთული მაგისტრალის მიღმა, დგას კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი პრეისტორიული ძეგლი: სტოუნჰენჯი. უზარმაზარი მენჰირის ორი ზუსტი წრე განლაგებულია იდუმალი წყობით, რომელიც, სავარაუდოდ, ასტრონომიული მნიშვნელობის მქონეა.
ტურინის სამოსელი
![]()
ტურინის იდუმალი სამოსელი ქრისტიანული რწმენის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი და საკამათო არტეფაქტია. მას აქვს ქრისტეს მსგავსი ფიგურის გამოსახულება, სისხლის ლაქები და ნიშნებით, რამაც გამოიწვია თეორია, რომ ეს ის ქსოვილია, რომელშიც იესო ქრისტე იყო გახვეული მისი ჯვარცმის შემდეგ.
მე-19 საუკუნის ბოლოს სამოსელის ფოტომ საზოგადოებაში მითქმა-მოთქმა გამოიწვია. სამოსელზე გამოხატული იყო სახე.
ანტიკითერას მექანიზმი

ძველი ბერძნების წარმოუდგენელი გამჭრიახობა და ტექნიკური ოსტატობა კიდევ უფრო ხაზგასმული იყო 1902 წელს უძველესი გამოთვლითი მანქანის აღმოჩენით, რომელიც ცნობილია როგორც ანტიკიტერას მექანიზმი. ეგეოსის ზღვის ფსკერზე აღმოჩენილი ეს დაშლილი ინსტრუმენტი არის უაღრესად დახვეწილი უძველესი კომპიუტერი.
მასზე ჩატარებული კვლევების შემდეგ ციფერბლატის, გადაცემის და კოგნების ეს რთული ბრინჯაოს კონსტრუქცია აღმოჩნდა მოწინავე მათემატიკური ინსტრუმენტი, რომელსაც შეეძლო მთვარის ციკლების და პლანეტების მოძრაობის გამოთვლა და გამოსახვა. ანტიკითერას მექანიზმის სირთულემ, რომელიც დათარიღებულია ჩვენს წელთაღრიცხვამდე II საუკუნით, გააოცა მკვლევარები. ინსტრუმენტმა აჩვენა ტექნიკური შესაძლებლობების დონე, რომელიც არ ითვლებოდა ძველი ბერძნების დროს; უნარი, რომელიც მანამ არ შეიმჩნევა მანამ, სანამ დასავლეთ ევროპის საათის მწარმოებლები ათასი წლის შემდეგ არ გამოჩნდებოდნენ.
PIRI REIS რუკა

შექმნილია 1513 წელს დიდი ოსმალეთის ადმირალის, გეოგრაფისა და კარტოგრაფის პირი რეისის მიერ, ამ რუქის გადარჩენილი ნაწილი იძლევა ხედს ატლანტიკის სანაპიროზე ამერიკიდან ბისკაის ყურემდე ჩრდილოეთით და სამხრეთით ანტარქტიდამდე. დღეს რუკის მხოლოდ ერთი მესამედია შემორჩენილი.
რუკა 1929 წელს აღმოაჩინა გერმანელმა თეოლოგმა სტამბოლის საოცარი ტოპკაპის სასახლის ბიბლიოთეკის მონახულებისას.
რუკის თანამედროვე ანალიზმა გამოიწვია სხვადასხვა თეორია. ზოგიერთი მეცნიერი დარწმუნებულია, რომ ის შეიცავს მტკიცებულებებს, რომ ძველმა ცივილიზაციებმა გამოიკვლიეს ატლანტიკური ოკეანე ბევრად უფრო ადრე, ვიდრე კოლუმბმა.
აღთქმის კიდობანი

აღთქმის კიდობანი, როგორც ეს ძველ აღთქმაშია ნახსენები, სავარაუდოდ შეიცავს ქვის ფილებს, რომლებზეც ღმერთმა ათი მცნება დაწერა. კიდობანი, რომელიც, როგორც ამბობენ, ზარდახშას წააგავს, ღვთის ბრძანებით აშენდა და მოსესთან კომუნიკაციისთვის გამოიყენებოდა.
ერთ-ერთი თეორიის თანახმად კიდობანს დღეს მასონები გასაიდუმლოებულ ადგილად ინახავენ. ეთიოპიის მართლმადიდებლური ეკლესია ამტკიცებს, რომ იგი ფლობდა კიდობანს საუკუნეების განმავლობაში და დღესაც კი იყენებს მას სხვადასხვა რიტუალებისთვის.
მაიას დაცემა

თითქმის 2000 წლის განმავლობაში მაიას ცივილიზაცია ერთ-ერთი უძველესი იყო. მათ ააშენეს ქალაქები, სადაც ასიათასობით ადამიანი ცხოვრობდა. ისინი თვალყურს ადევნებდნენ ვარსკვლავებს, წერდნენ ლიტერატურას და აშენებდნენ კოლოსალური მასშტაბის ძეგლებს. შემდეგ კი ეს ყველაფერი დაინგრა. მრავლადაა თეორიები იმის შესახებ, თუ რატომ დაინგრა მაია: ჭარბი პოპულაცია, რევოლუცია, ომი, ეპიდემია, გვალვა – მაგრამ სიმართლე საიდუმლოდ რჩება. მე-9 საუკუნეში მაიას დიდი ქალაქები მოულოდნელად მიატოვეს. არქეოლოგიური მტკიცებულებები გვიჩვენებს, რომ მ დიდი ქალაქები და საკრალური ცენტრები სრულიად გაუკაცრიელდა. მაიას ხალხი აღარ დაბრუნებულა.
ჩინგიზ ხანის საფლავი

მონღოლი დამპყრობელი ჩინგიზ ხანი პასუხისმგებელი იყო იმპერიაზე, რომელიც დღემდე დგას, როგორც ყველაზე დიდი იმპერია ისტორიაში. მაგრამ ბევრი სხვა დიდი იმპერატორისგან განსხვავებით, ჩინგიზ ხანის პირადი ცხოვრების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. ვარაუდობენ, რომ ის 1162 წელს დაიბადა, მაგრამ მისი გარდაცვალების ზუსტი თარიღი უცნობია. უფრო გაუგებარია მისი საფლავის რეალური მდებარეობა. ლეგენდის თანახმად ჩინგიზ ხანის სურვილით, მისი ცხედარი მდინარე ონონის გასწვრივ, მის სამშობლოში მიიტანეს. ჯარისკაცებს, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ ცხედრის გადმოცემაზე, დაევალათ მოეკლათ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ესაფლავის ადგილმდებარეობით დაინტერესდებოდა. გარდა ამისა, დაკრძალვის დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილემ თავი მოიკლა, რათა წაშლილიყო ყოველგვარი იმედი, რომ ერთ დღეს საფლავის პოვნა შესაძლებელი იქნებოდა.
ავტორი: ელენე ასაშვილი
