ახლახანს ცნობილი ქართველი პათოფსიქოლოგი ბელა წულუკიძე გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
“ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მისი გუნდის ერთ-ერთი ღვაწლმოსილი და გამორჩეული წევრის, ფსიქოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელის, პათოფსიქოლოგ ბელა წულუკიძის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს მის ახლობლებს🖤
ქალბატონმა ბელამ 1972 წელს დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. კარიერის დასაწყისში ქონდა საჯარო ლექციების კურსი თემაზე “ნებისყოფისა და ხასიათის აღზრდა პიროვნებაში”. 1978 წლიდან დღემდე კი, 45 წლის მანძილზე, პროფესიული ერთგულებით ემსახურა ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს და მისი პრაქტიკული გამოცდილებით, არაერთი ახალგაზრდა ფსიქოლოგის საყვარელი მენტორი გახდა.
ნათელი მის ხსოვნას 🖤”
