სოციალური ქსელის მომხმარებელმა, მარიამ ჩხეიძემ Facebook-ზე უმძიმესი ამბის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
„ყველაზე მძიმე კადრებია… 12 წლის ბავშვი კაფეში პიცის საჭმელად მივიდა. სხვა ბევრი ადამიანიც იქ იყო… რუსულმა რაკეტამ იმსხვერპლა კაფეში პიცის საჭმელად მისული პატარა ბავშვი. მასთან ერთად კიდევ 3 ადამიანი…
47 დაჭრილია… ვუყურებ როგორ დარბის ახალგაზრდა გოგონა 8 თვის შვილით ხელში და ბავშვის გადარჩენას ეხვეწება ყველას რადგან ბავშვი დაჭრილია სულ სისხლშია.
ვისაც ერთი დადებითი მაინც გცდებათ რუსეთზე, რამენაირად ამართლებთ ამ ჯოჯოხეთს (არ ვიცი რანაირად ახერხებთ და არც მინდა ვიცოდე) იაზრებთ რას უჭერთ მხარს?! იაზრებთ რას ამართლებთ?! დედა 8 თვის ბავშვით ქუჩაში დარბის და მისი დაჭრილი შვილის გადარჩენას ითხოვს! თავს იდანაშაულებს რომ ყველაფერი წამებში მოხდა და ვერ მოასწრო გადაფარვოდა პატარას! მეორე დედა კი თავის 12 წლის შვილს გლოვობს რომელიც კაფეში პიცის საჭმელად გაუშვა და სახლში რუსილი რაკეტით დანაწევრებულს მიუსვენებენ რამდენიმე საათში… ხვდებით რას ამართლებთ თუ ვერა?! მინდა რომ ვერ იაზრებდეთ. ძალიან მინდა. ხოდა გაიაზრეთ რას უჭერთ მხარს ადამიანები არ ხართ?!“, – წერს ის.