„მოქალაქეები“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სოციალური ქსელით „ნაპოლის“ შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას მიერ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს U21 ნაკრებში თამაშზე უარს გამოეხმაურა.
„ხვიჩა კვარაცხელიას გადაფიჩინებული ქომაგი და მხარდამჭერი ვარ, მაგრამ 21 წლამდელებში რომ არ ითამაშა ეგ ძალიან არ მომეწონა. საქართველოს ნაკრებში, ნებისმიერ ასაკობრივ ნაკრებში თამაში არის ჩემი აზრით უდიდესი პატივი და ამ პატივზე უარი ამპარტავნება მგონია. ხვიჩა კვარაცხელია არ მინდა გაამპარტავნდეს“, – წერს ის.
შეგახსენებთ, გუშინ დასრულდა ჯგუფური ეტაპი. საქართველომ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და 1/4-ფინალში იასპარეზებს.