საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია.
ზურიკო დავითაშვილმა სუპერგოლი გაიტანა და რამაზ სვანაძის გუნდმა ძალიან მაგარ ნიდერლანდებთან არ წააგო. 5 ქულა და პირველი ადგილი, ასეთია დებიუტანტის შედეგი.
ეროვნულ სტადიონზე კიდევ ერთხელ დამყარდა დასწრების რეკორდი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ისტორიაში.
შეგახსენებთ, 2023-ის ევრო ფინალური მატჩი 8 ივლისს ბათუმში გაიმართება.
