მშვიდობის ხიდის რეაბილიტაცია ივლისში იწყება. როგორც მერის მოადგილემ განმარტა, ხიდს პრობლემები ჰქონდა.
„მდინარე მტკვარზე დავიწყეთ მშვიდობის ხიდის რეაბილიტაცია. ამ ხიდს პრობლემები ჰქონდა: მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული ბურჯი უმძიმეს მდგომარეობაში იყო. გარდა ამისა, ხიდის სპეციალური საკიდები არის დასაჭიმი, ამის გამო ხიდი არათანაბარი დატვირთვით მუშაობს. სამუშაოების ჩასატარებლად საჭიროა სპეციალური სამუშაოების მოწყობა, სწორედ ამიტომ მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ივლისში დაახლოებით 2 კვირით მოხდება ხიდზე საფეხმავლო გადაადგილების აკრძალვა. პროექტის ფარგლებში მოხდება ასევე გარეგანათების ქსელის შეცვლა“, – განაცხადა ბენდელიანმა.
