ასტროლოგი ანზორ ოდიშარია “მეტრონომთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ ლომებს, ვერძებს, კუროებს, მერწყულებს, კირჩხიბებს განსაკუთრებით ესაჭიროებათ დასვენება, რადგან მათ რთული პერიოდი ჰქონდათ და სჭირდებათ, რომ ძალები აღიდგინონ, რადგან კარგი პერიოდი მოდის მათ ცხოვრებაში და მზად უნდა დახვდნენ ამ პერიოდს.
ამასთძანავე, ჰაერის და ცეცხლის ნიშნებს უფრო მეტი ალბათობა აქვთ, იმის რომ იპოვონ მეორე ნახევარი ივლისის თვეში. ეს ზოდიაქოს ნიშნებია: სასწორი, ტყუპები, მერწყული, ვერძი, ლომი, მშვილდოსანი.
ეხლა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი პერიოდია პერსპექტივის კუთხით კუროებისთვის და ვერძებისთვის. ლომებისთვის და ქალწულებისთვის ყველაზე მძიმე და სტრესული პერიოდი იწყება და ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს ცოტაოდენი სიფრთხილე მართებთ.
