Wednesday, June 18, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მარწყვის საოცარი თვისებები

June 23, 2023
ეს უნდა იცოდეთ – მარწყვი და მისი სასარგებლო თვისებები

მარწყვი ყველასთვის ერთნაირად სასარგებლო არ არის. სიფრთხილე მოეთხოვებათ მგრძნობიარე და ალერგიულ ადამიანებს. მარწყვის თესლი აღიზიანებს კუჭის ლორწოვანს. ამ კენკრას უნდა ერიდონ ის ადამიანებიც, რომლებსაც კუჭის წყლული და გასტრიტი, ანდა სხვა ქრონიკული დაავადება აქვთ. მათ მარწყვით მკურნალობამდე ექიმთან უნდა გაიარონ კონსულტაცია. მარწყვის სასარგებლო თვისებებით მაქსიმალურად რომ ვისარგებლოთ, მისი მწიფობისას 10 კილოგრამის შეჭმა უნდა მოვასწროთ. 100 გრამი კენკრა ანეიტრალებს უარყოფით ემოციებს.

საზოგადოდ, მარწყვი იცავს დეპრესიისგან, ამაღლებს განწყობილებას. მარწყვის კიდევ ერთი ღირსებაა ფიტონციდების მაღალი შემცველობა. ამ ნივთიერებებს ბუნებრივ ანტიბიოტიკებს უწოდებენ, ვინაიდან ნებისმიერი ინფექციისა და ანთების დამარცხება შეუძლიათ. ვიტამინები მარწყვის ფოთლებში უფრო მეტია, ვიდრე ნაყოფში. მინერალები – რკინა, თუთია, კობალტი, მაგნიუმი, კალიუმი, კალციუმი და ფოსფორი – ფოთლების ნაყენს სამკურნალო თვისებებს ანიჭებს. ის შესანიშნავი ზოგადმომამაგრებელი საშუალებაა გაციების დროს და გამწმენდი ღვიძლისა და თირკმლის დაავადებების შემთხვევაში. ფოთლების დაკრეფა მცენარის ყვავილობის პერიოდში ჯობს. ამ დროს მათში სასარგებლო ნივთიერებები ყველაზე მეტია. ფოთლებს სიბნელეში აშრობენ.

ტყის მარწყვს ჭიების გამოძევების უნარიც შესწევს. ეფექტურია სოლიტერით, ასკარიდათი და მახვილათი ინვაზიის დროს. ფოთლების ნაყენი ანელებს გულის რიტმს, აძლიერებს შეკუმშვების ამპლიტუდას, აფართოებს სისხლძარღვებს, დაბლა სწევს სისხლში შაქრის დონეს, ამცირებს ორგანიზმში შარდმჟავასა და მისი მარილების შემცველობას. სასარგებლოა, აგრეთვე, ბრონქული ასთმის, ტუბერკულოზისა და პოდაგრის დროს.

მარწყვი მალფუჭებადი და სათუთი ხილია, ამიტომაც მისი ყიდვისას გაითვალისწინეთ: ნაყოფი უნდა იყოს მშრალი, მკვრივი, პრიალა, ხასხასა წითელი ფერის. სასურველია, გარეცხოთ უშუალოდ მოხმარების წინ, თანაც – სწრაფად გამდინარე წყალში, რადგან სინოტივეს ცუდად იტანს, წყლით იჟღინთება და სასარგებლო თვისებების ნაწილსაც კარგავს.

მარწყვი ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წარმოშობის რისკს

ჩვენს დროში გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ნომერ პირველი მკვლელია, ამიტომ მათი იგნორირება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. კვების რაციონში ყოველდღიურად მარწყვის ჩართვა მნიშვნელოვნად შეამცირებს ამ რისკს. ამ კენკრაში შემავალი უჯერი მჟავები საგრძნობლად ამცირებენ სისხლში ქოლესტერინის შემცველობას. გარდა ამისა, C ვიტამინი ამაგრებს სისხლძარღვებსა და არტერიებს, ხოლო ამ ვიტამინით მარწყვის ნაყოფი სავსეა.

მარწყვი ანელებს დაბერების პროცესს

ჩვენ ვბერდებით იმის გამო, რომ ბერდება ჩვენი უჯრედები. მარწყვი დაგვეხმარება ამ პროცესის შეჩერებაში. ეს კენკრა შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ეფექტურად ანადგურებენ თავისუფალ რადიკალებს – დაბერების პროცესის მთავარ დამნაშავეებს. ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეფექტური მოქმედებისათვის საკმარისია, ყოველდღიურად, ჭამიდან ნახევარი საათის შემდეგ მივირთვათ რამდენიმე ცალი მარწყვი.

ჭამეთ მარწყვი და ებრძოლეთ ასთმასა და ალერგიას.

მარწყვის ნაყოფს აქვს შესანიშნავი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ამიტომ მას შეუძლია, დაგეხმაროთ ალერგიის სხვადასხვა ფორმასთან ბრძოლაში – იქნება ეს სურდო, ჭინჭრის ციება თუ ცრემლმდენი თვალები. კვლევებმა აჩვენა, რომ თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ, ასთმით დაავადების რისკის შემცირება, თუ რაციონში ყოველდღიურად ჩართავთ მარწყვს.

წყარო: თბილისელები

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ბენიამინ ნეთანიაჰუმ დონალდ ტრამპს ჯერ კიდევ თებერვალში აცნობა, რომ…“ – რა დეტალები ხდება ცნობილი ისრაელის გეგმის შესახებ?
  • „ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება!” – რა სიახლე ამოქმედდება სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან?
  • „ისეთ ტკივილებს ვგრძნობდი, ღმერთს ვთხოვდი, გავითიშო-მეთქი…“ – რას ჰყვება მიხეილ მესხი?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge