“მთავარი არხის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია იხსენებს, როგორი ემოცია ჰქონდა, როცა პრეზიდენტის შეწყალების შესახებ გაიგო. ის ციხეში ყოფნის განვლილ ერთ წელსა და ორ თვეს აჯამებს.
პირველი ემოცია:
“ვუყურებდი [ტელევიზორს] მაგრამ რაღაცნაირად არ მიმიქცევია ყურადღება და გვერდითა კამერიდან [აკაკუნებდნენ]. სხვათა შორის, ვკითხულობდი… მოვისმინე, რაზე იყო, რას იწყებდნენ და რაღაცას ვამთავრებდი უბრალოდ კითხვას და მერე, როგორც იყო…
გვერდითა კამერიდან ვერ მეტყოდნენ, იმიტომ რომ ხმა ცუდად ისმის, სქელი კედლებია მაგრამ მივხვდი, რომ რაღაცა ხდებოდა და პირველი ტელევიზორს შევხედე… გამიკვირდა. აღფრთოვანება და ა.შ. ეგეთი არ მქონია. გამიკვირდა, რომ გადაწყვეტილება მიიღო. ნიკოლოზით რომ გამომაცხადა…”
“დიდი ხანია, ღამის ცა არ მინახავს”…
“პარკები ვთხოვე თანამშრომლებს, იმიტომ რომ ბევრი რაღაც მქონდა ჩასალაგებელი. მომცეს. ჩავალაგე, ვერ წამოვიღეთ იმიტომ რომ ხვალ უნდა მოვაკითხოთ. ბევრი ნივთია, ძირითადად წიგნები, სტატიები და წერილები… ეგენი ვითხოვე, ჩავდე ყველაფერი. წამოვედი და მითხრეს, 23 რიცხვით არის შეწყალებაო და შესაბამისად, 12 საათამდე აქ უნდა იყოო. კარგით-მეთქი, ვუთხარი. ვლაპარაკობდით მერე მე და ბიჭები, ბადრაგის. ვეწეოდი, ღამის ცა არ მინახავს დიდი ხანია. საინტერესო იყო დაკვირვება”.
ციხის ჭიშკარი რომ გაიღო:
“მაგისთვის არ ვიყავი კარგად მზად იმიტომ რომ ბევრი ხალხი ისეთია, ციხისთვის ცოტა უცნაური შეგრძნებაა… პირველად, მახსოვს, სასამართლოზე რომ მიმიყვანეს რამდენიმე თვის მერე, იქ რომ ვნახე ბევრი ხალხი, უკან-უკან წავედი, იმიტომ რომ ისეთი კონტრასტი იყო, გადაჩვეული ვიყავი ბევრ ხალხს… აქაც იგივე შეგრძნება მქონდა. როგორ უნდა მოვქცეულიყავი, კარგად არ ვიცოდი სინამდვილეში. ახლაც არ ვიცი სწორად მოვიქეცი თუ არა”.
დაკავების პირველი დღე და ყოველდღიური რუტინა:
“1 წელი ძალიან სწრაფად გადის შიგნით. [პირველი დღე] ჩვეულებრივი დღე იყო, შესანიშნავი დღე იყო. ეს უფრო სტრესული დღე იყო ახლა, ვიდრე ეს, რომ არ დაგიმალოთ. პირველი ერთი თვე, შეიძლება ორიც, არის მნიშვნელოვანი, რომ ეს რაღაცა მიკროკოსმოსი ააწყო, რუტინა მოიწყო. ეგ არის ციხეში გადამწყვეტი… რაღაცა უნდა აკეთო. მე თან არ შემიძლია, რაღაც არ ვაკეთო. რამდენიმე მიმართულება ავირჩიე, რომელიც იყო ჩემი რუტინის ნაწილი. მარტო კითხვა არ არის, რაღაცა საქმე უნდა გქონდეს. მე ავირჩიე, მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი საქმე იყო წონაში დაკლება. ზედმეტად ბევრი ვიყავი წონაში და საინტერესო გამოწვევაა, რომელსაც უნდა ებრძოლო ყოველდღიურად და, რაც მთავარია, სასწორი როცა არის ექიმის კაბინეტში, დინამიკას ამოწმებ, რამდენად წარმატებული ხარ.
მივხვდი, რომ ყველაზე საძაგელი რამე არის ჭურჭლის რეცხვა. ეს საშინელებაა და ამიტომ ძაან სწრაფად გადავედი ერთჯერად ჭურჭელზე. რუტინა იყო ასევე კვებითი რეჟიმის მოწესრიგება, ძილის რეჟიმის მოწესრიგება – ორივე ძალიან მჭირდებოდა და ორივე მოვიწესრიგე. დალაგება, ყოველდღე არ ვალაგებდი, არც ეგ მიყვარს მიანცდამაინც. აბაზანაში გასვლა, სამწუხაროდ, ეს ყოველდღიური არ არის. მთავარია, რომ ადამიანები უნდა გაიცნო, ვინც იქ არიან – ბადრაგი და სამედიცინო ნაწილი”…