დაკარგული OceanGate-ის აღმასრულებელი დირექტორის სტოკტონ რაშის მეუღლე ტიტანიკის ორი ცნობილი მსხვერპლის შთამომავალია – წერს New York Times საარქივო ჩანაწერებზე დაყრდნობით.
ვენდი რაში არის ისიდორისა და იდა სტრაუსების შვილიშვილი, მდიდარი ხანდაზმული წყვილი, რომელიც დაიღუპა 1912 წელს ოკეანის ლაინერის ჩაძირვისას. ისიდორი მაღაზიათა ქსელის Macy’s-ის ერთ-ერთი მეწილე.
ვენდი მამის მხრიდან სტრაუსის ნათესავია – განუცხადა New York Times-ს Straus Historical Society-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯოან ადლერმა.
ვენდი დაქორწინდა სტოკტონზე 1986 წლის ივლისში.
ისიდორი და იდა სტრაუსი იყვნენ ტიტანიკის პირველი კლასის მგზავრები და მათ ერთად სიკვდილი არჩიეს, როცა გემი აისბერგთან შეჯახების შემდეგ ჩაიძირა, განუცხადა მათმა შვილიშვილმა პოლ ა. კურცმანმა 2017 წლის დეკემბერში Today Show-ში.
მიუხედავად იმისა, რომ ქალებსა და ბავშვებს პრიორიტეტი ენიჭებოდათ სამაშველო ნავებზე, გემის ოფიცერმა გამონაკლისი დაუშვა ისიდორისთვის მისი ასაკისა და მისი ვინაობის გამო, თქვა კურცმანმა.
“ჩემმა დიდმა ბაბუამ თქვა: “არა. სანამ არ დავინახავ, რომ ამ გემზე ყველა ქალი და ბავშვი სამაშველო ნავშია, მე თვითონ არ შევალ სამაშველო ნავში” – განუცხადა კურცმანმა Today Show-ს
სწორედ მაშნ იდამ მიიღო გადაწყვეტილება, დარჩენილიყო ქმართან.
იდას მოახლე, ელენ ბერდი, გადარჩა ჩაძირვას და მოხუცებული წყვილის ბოლო მომენტების მოწმე გახდა, განუცხადა კურცმანმა Country Living Magazine-ს 2017 წლის დეკემბერში.
მას შემდეგ, რაც იდამ ბერდს ქურთუკი გადასცა და თქვა, რომ მას აღარ სჭირდებოდა, ხანდაზმული წყვილი ოკეანემ წაიღო, თქვა კურცმანმა.
“ისიდორმა ხელები შემოხვია”, – განაცხადა კურცმანმა Country Living Magazine-თან. “შემდეგ, დიდი ტალღა გადავიდა გემის პორტის მხარეს და ორივე ზღვაში ჩაიტანა. ეს იყო ბოლო შემთხვევა, როდესაც ისინი ცოცხლები ნახეს.”
შტრაუსის ტრაგიკულმა ამბავმა შთააგონა საკულტო სცენა ჯეიმს კამერონის ფილმში “ტიტანიკი”, სადაც მოხუცი კაცი და ქალი ერთმანეთს ეხვევიან საწოლში, როდესაც გემი ჩაძირვას იწყებს.
ისიდორის ცხედარი ამოღებულ იქნა ორი კვირის შემდეგ, იტყობინება New York Times 1912 წლის მაისში, მაგრამ იდას ცხედარი არასოდეს უპოვნიათ.
შეგახსენებთ, რომ წყალქვეშა ნავი, რომელსაც ტურისტები ჩაძირული ტიტანიკის ნარჩენებთან მიჰყავდა, ატლანტის ოკეანეში გაუჩინარდა. ხომალდთან კავშირი 18 ივნისს, წყალში მისი ჩაშვებიდან საათისა და 45 წუთის შემდეგ გაწყდა. ბორტზე 5 მჰზავრი იმყოფება.
სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. მასში ჩართულები არიან, როგორც აშშ-ის სახელმწიფო სამსახურები, ასევე წყალქვეშეთის მკვლევარი კომპანიები.
გაუჩინარებული წყალქვეშა ხომალდი, რომელიც ტურისტულ კომპანია OceanGate-ს ეკუთვნის, დაახლოებით, სატვირთო მანქანის ზომისაა. ბორტზე 5 ადამიანია და ოთხი დღის სამყოფ ჟანგბადს იტევს. ამ ნავით 3 800 მეტრის სიღრმეზე ჩაძირული ტიტანიკის სანახავად ტურის ღირებულება $250 ათასს შეადგენს.
მსგავს წყალქვეშა ნავზე, როგორც წესი, პილოტი, ეკიპაჟის კიდევ ერთი წევრი და სამი ტურისტია ხოლმე. ხომალდი გეზს იღებს ტიტანიკის ჩაძირვის ადგილიდან 600 კილომეტრის დაშორებით, კუნძულ ნიუფაუნდლენდის მახლობლად. ტური 8 საათის განმავლობაში გრძელდება.
- ბორტზე იმყოფებიან 48 წლის პაკისტანელი მილიარდერი, შაჰზადა დავუდი, მისი 19 წლის შვილი, სულემან დავუდი, 58 წლის ბრიტანელი ბიზნესმენი და მკვლევარი, ჰამიშ ჰარდინგი და 77 წლის ფრანგი მკვლევარი, პოლ-ჰენრი ნარგეოლე.
- აშშ-ის მთავრობის ინფორმაციით, 21-22 ივნისს ოკეანეში გაუჩინარებული წყალქვეშა ნავის ძებნისას ძლიერი ხმაური დააფიქსირეს.
- სამძებრო სამუშაოებში ჩართული მაშველების თქმით, ხმები 30 წუთის ინტერვალებით ისმოდა, თუმცა ვერ შეძლეს დადგენა, რა იწვევდა მათ.
- წყალქვეშ გამოვლენილმა დარტყმის ხმებმა მაშველებს იმედი გაუჩინა, თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ ეს ჰგავს ნემსის პოვნას თივის გროვაში.
- “ეს თითქმის შეუძლებელი იქნება. ჩვენ გვჭირდება სასწაული, მაგრამ სასწაულები ხდება”, — ამბობს ოკეანოგრაფი და სამძებრო სამუშაოებში ჩართული ექსპერტი, დევიდ გალო.
წყარო: New York Times