Monday, July 14, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“საერთაშორისო მეგობრებს შევახსენებ, რომ ჯოჯოხეთისკენ გზა კეთილი განზრახვებითაა მოფენილი” – ჩერგოლეიშვილი

December 8, 2020
“ვიბარებ რადიატორებს!” – თამარ ჩერგოლეიშვილი

თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მოვლენებს ეხმაურება. ის ოპოზიციას ერთიანობისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ ერთიანობის გარეშე ივანიშვილი უკან არ დაიხევს.

„ერთადერთი შედეგი, რაც ამ მოლაპარაკებების შედეგად შეიძლება ახალ წლამდე დაიდოს არის ბიძინა ივანიშვილის სრული იზოლაცია. არანაირ დათმობაზე ივანიშვილი ახალ წლამდე არ წავა – ვერ ხედავს მაგის საჭიროებას. ერთადერთი რეალისტური შედეგი იქნება ოპოზიციის ერთიანობის შენარჩუნება და ამის შედეგად, ოლიგარქის სრული იზოლაცია.
ვისაც პოლიტიკა აინტერესებს და პროცესს კონტექსტში სვამს, არ შეიძლება სხვა მოლოდინი ჰქონდეს.

ივანიშვილი სრულ იზოლაციამდე არაფერს არ დათმობს – ყველაფერი, რასაც ის ახლა დათმობს, მას აწყობს და არა ოპოზიციას. ეს არის იმდენად ნათელი, რომ ამაზე ნათელი რა შეიძლება იყოს, არც კი მესმის. ამიტომ ოპოზიციამ სჯობს რეალისტური მიზანი დაისახოს და ამ ეტაპზე ივანიშვილის იზოლაციას დასჯერდეს ერთიანობის შენარჩუნებით.

(ისიც უნდა ვთქვა, რომ რამდენიმე პოლიტიკოსის ცდუნება ივანიშვილს პოზიციას მოკლე ვადაში გაუმყარებს, მაგრამ იზოლაციას არ ააცილებს – როგორც 2008 წელს, ისე ახლა, გატეხილი პოლიტიკოსები მმართველ ძალას შეერწყმებიან და არავინ მათ დამოუკიდებლობას არ დაიჯერებს) როცა, თუ ამ მიზანს მიაღწევს, ოპოზიცია შემდეგ ნაბიჯზე უნდა გადავიდეს.

ჩვენ უკვე ვნახეთ, როდის თმობს ივანიშვილი: მაშინ, როცა ქუჩაში ბევრი გაბრაზებული ადამიანი დგას. ამიტომ, პირველი მიზნის მიღწევის შემდეგ, ოპოზიცია უნდა გადავიდეს სრულმასშტაბიან და ყოვლისმომცველ კამპანიაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით. მაშინ როცა ივანიშვილი პარლამენტში თავის თავს დაელაპარაკება, ოპოზიცია ხალხს უნდა ესაუბროს და ისინი ცვლილებების საჭიროებაში დაარწმუნოს.

გაყალბებულ არჩევნებზე თანმიმდევრულობის და ერთიანობის შენარჩუნება ოპოზიციას ხალხთან ურთიერთობას მხოლოდ გაუადვილებს და ნდობას გააღრმავებს. ჩვენ ისიც ნანახი გვაქვს, როდის დგება გარეთ ბევრი ხალხი და არ იღლება – მაშინ, როდესაც პროტესტის დღის წესრიგი ამომრჩევლის ინტერესითაა ნაკარნახები და არა რომელიმე ბელადის ჰალუცინაციით.
ამიტომ, ოპოზიციის წარმატებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს ბელადის ახირებებისგან სრული დამოუკიდებლობის დემონსტრირებას – სხვანაირად არაფერი გამოვა.
მოკლედ, რეალისტური მიზნები დაისახეთ – ახლა ეგებ ერთიანობის შენარჩუნება შეძლოთ.
ახალი წლის მერე კი, ერთიანობის შენარჩუნებით გაზრდილ ნდობაზე კაპიტალიზაცია, იმისთვის, რომ ხალხი ქუჩაში გამოგყვეთ და ივანიშვილი დათმობაზე წამოიყვანოს” – წერს ჩერგოლეიშვილი.

თამარ ჩერგოლეიშვილმა საერთაშორისო პარტნიორებიც გააკრიტიკა და ისინი ოპოზიციისთვის გაყალბებული არჩევნების “გადაყლაპვის” იძულებაში დაადანაშაულა.

„რაც შეეხება საერთაშორისო მეგობრებს – მათ შევახსენებ, რომ ჯოჯოხეთისკენ გზა კეთილი განზრახვებითაა მოფენილი:

გაყალბებული არჩევნების გადაყლაპვის იძულება, მითუმეტეს ახლა, როცა ბოიკოტი გამოცხადებულია, იმ მიზეზით, რომ “30 წელია ყლაპავენ” ერთი მხრივ ივანიშვილს ეხმარება ამომრჩევლის თვალში არჩევნებმა ფასი დაკარგოს და ძალაუფლებაში რაც შეიძლება მეტხანს დარჩეს. მეორე მხრივ სააკაშვილის პოპულისტურ ნარატივს კვებავს – რომელიც 8 წელია ამტკიცებს რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, მაგრამ ყველა არჩევნებში მონაწილეობს. არ მგონია ქართული დემოკრატიის ინტერესებში იყოს ან ერთი, ან მეორე” – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ჰყოლია შვილი, რასაც ასაიდუმლოებს” – ვისზე წერს რომან გოცირიძე?
  • “ახლაც კი აღმოჩნდნენ ოჯახები, რომლებსაც გასვლა არ უნდათ აქედან”- ნიკოლოზ კახეთელიძე
  • “ის იყო უაღრესად  გულისხმიერი და  საიმედო  ადამიანი”- ვრცელდება სამძიმრის წერილი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge