Tuesday, July 8, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საინტერესო

“ლე­კუ­ნა “სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის” თა­ნამ­შრო­მე­ლია” – ვინ არის ჯეიჰუნ მუჰამედალის რჩეული

December 7, 2020
“ლე­კუ­ნა “სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის” თა­ნამ­შრო­მე­ლია” – ვინ არის ჯეიჰუნ მუჰამედალის რჩეული

პან­დე­მი­ამ ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი რამ შეც­ვა­ლა, მათ შო­რის და­ო­ჯა­ხე­ბის სა­კი­თხებ­შიც. შექ­მნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და შე­სა­ბა­მი­სი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გამო, წყვი­ლე­ბი ქორ­წილს ვე­ღარ იხ­დი­ან… არა­და, “მთა­ვა­რი არ­ხის” ჟურ­ნა­ლისტს ჯე­იჰუნ მუ­ჰა­მე­და­ლი­საც ამ პე­რი­ო­დის­თვის ჰქონ­და ქორ­წი­ლი და­გეგ­მი­ლი, მაგ­რამ მან და მის­მა რჩე­ულ­მა, ლე­კუ­ნა (ლა­მა­რა) ჯა­ფოშ­ვილ­მა ფორ­მა­ლუ­რად ქორ­წი­ლი გა­ზა­ფხუ­ლის­თვის გა­და­დეს და გა­სულ კვი­რას იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში ქორ­წი­ნე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ა­ფორ­მეს.

რო­გორც ჯე­იჰუ­ნი ambebi.ge-ს უყ­ვე­ბა, მათი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი წე­ლი­წად­ზე ცოტა მეტი ხნის წინ და­ი­წყო.

“ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ და­ი­წყო. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ჩვენს შო­რის კო­მუ­ნი­კა­ცია გაჩ­ნდა თუ არა, იმა­ვე დღი­დან ვუ­თხა­რი, რომ მომ­წონ­და და ავუხ­სე­ნი, რომ მას მხო­ლოდ რო­გორც მე­გო­ბარს ისე არ ვუ­ყუ­რებ­დი. ცოტა გა­უკ­ვირ­და, მერე ცო­ტაც მაწ­ვა­ლა… მაგ­რამ, დღეს უკვე ერ­თად ვართ. მარ­თლა კარ­გი გო­გოა, უზო­მოდ მიყ­ვარს,” – გვიყ­ვე­ბა ჯე­იჰუ­ნი.

მისი მე­უღ­ლე ჟეს­ტე­ბის ენის სპე­ცი­ა­ლის­ტია, ამა­ვე დროს, “ილი­ა­უ­ნის” მა­გის­ტრან­ტი. გარ­და ამი­სა, იცის ბევ­რი ენა და ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნია. ლე­კუ­ნა “სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის” თა­ნამ­შრო­მე­ლია. მას ჟეს­ტურ ენას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­და­ცე­მა ტე­ლეს­კო­ლის ფარ­გლებ­შიც მიჰ­ყავს.

“მო­ამ­ბე­ში” ტე­ლე­ეკ­რან­ზე დაბ­ლა მარ­ჯვე­ნა კუ­თხე­ში რომ გოგო ჩანს ხოლ­მე, უკვე ჩემი ცო­ლია. მოკ­ლედ, მე “მთა­ვარ არხზე” ვმუ­შა­ობ, ის – “პირ­ველ არხზე”… ისე, დიდი ხნის წინ კი ვიც­ნობ­დით ერ­თმა­ნეთს, მაგ­რამ ისე მოხ­და, რომ ერთ წლის წინ მე­ტად და­ვახ­ლოვ­დით, კარ­გად გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი. ხომ ვამ­ბობ, სა­ოც­რად კარ­გი გო­გოა, მისი ყვე­ლა თვი­სე­ბით, ქცე­ვით მომ­ხიბ­ლა. ისე მოხ­და, რომ ჩვე­ნი ქორ­წი­ნე­ბა პან­დე­მი­ის პე­რი­ოდს და­ემ­თხვა. ერ­თმა­ნე­თის­გან შორს ყოფ­ნა არ გვიყ­ვარს, რა­საც აკ­რძალ­ვე­ბი, რაც ახ­ლაა, გვა­ი­ძუ­ლებ­და, ამი­ტომ, გა­დავ­წყვი­ტეთ ეს პა­ტა­რა ღო­ნის­ძი­ე­ბა-ცე­რე­მო­ნი­ა­ლი ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა – წინა დღეს ნიშ­ნო­ბა გვქონ­და და მე­ო­რე დღეს ხელი მო­ვა­წე­რეთ”, – გვიყ­ვე­ბა ჯე­იჰუ­ნი.

– და რო­გო­რია თქვე­ნი ახალ­ბე­და ოჯა­ხის გეგ­მე­ბი, პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი?

– ჯერ­ჯე­რო­ბით ის, რომ ოჯა­ხის შექ­მნის შემ­დე­გაც, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი, პრო­ფე­სი­უ­ლი წინსვლა-გან­ვი­თა­რე­ბა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ, ერ­თმა­ნეთს ამ ყვე­ლა­ფერ­ში და­ვეხ­მა­როთ.

– ე.ი. თქვენს ორ­სუ­ლი­ან ოჯახს შე­ე­მა­ტა ძა­ლი­ან კარ­გი გო­გო­ნა – შენი მე­უღ­ლე…

– კი, დე­და­საც ძა­ლი­ან უხა­რია, სახ­ლში მის მარ­ტო­ო­ბას წერ­ტი­ლი და­ეს­ვა. ვცხოვ­რობთ მარ­ნე­ულ­ში და ვრჩე­ბით ჩემი მე­უღ­ლის მშობ­ლე­ბის ბი­ნა­შიც, როცა თბი­ლის­ში გვი­წევს ყოფ­ნა.

– რო­გო­რი იყო შენი შეყ­ვა­რე­ბუ­ლის რე­აქ­ცია, როცა, შენ­თან და­კავ­ში­რე­ბით ცოტა ხნის წინ უსი­ა­მოვ­ნო ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და…

– იმ პე­რი­ო­დამ­დე მა­მა­მისს არ ვიც­ნობ­დი და მა­შინ მა­მას­თან ერ­თად სა­ა­ვად­მყო­ფო­ში შე­ში­ნე­ბუ­ლი და შეშ­ფო­თე­ბუ­ლი მო­ვი­და… სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე მკი­თხეთ და მინ­და, ისიც გი­თხრათ, რომ მე და ჩემს მე­უღ­ლეს ჩვენს რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბარ­თან ერ­თად, ჩვე­ნი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის უფრო გა­აქ­ტი­უ­რე­ბა გვინ­და, ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია “წი­თე­ლი ხი­დის” სა­ხე­ლით უკვე არ­სე­ბობს. გვინ­და, ეთ­ნი­კურ აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებ­სა და ქარ­თვე­ლებს შო­რის რა­ღაც პრო­ექ­ტე­ბი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ. ასე რომ, ჩვენს პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად, იმე­დია, ამა­საც შევ­ძლებთ, თუმ­ცა ახლა, პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში, ჯერ­ჯე­რო­ბით საქ­მი­ა­ნო­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლი გვაქვს. იმე­დი გვაქვს, რომ გა­ზა­ფხუ­ლის­თვის ვი­თა­რე­ბა უკე­თე­სო­ბის­კენ შე­იც­ვლე­ბა და ჩვენც გა­ვაქ­ტი­ურ­დე­ბით.

წყარო: Ambebi.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მოიმკა ის, რასაც თესავდა ამდენი ხანი …“ – ვისზე საუბრობს იაგო ხვიჩია
  • თბილისში ავარიის შედეგად 17 წლის ბიჭი დაიღუპა – დეტალები
  • ეუთო/ოდირი საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge